ქარის სიჩქარე შესუსტდება - უახლესი ინფორმაცია ამინდზე სინოპტიკოსებისგან

ქარის სიჩქარე შესუსტდება - უახლესი ინფორმაცია ამინდზე სინოპტიკოსებისგან

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება. როგორც AMBEBI.GE-ს სააგენტოდან აცნობეს, 20-21 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში აღინიშნა წვიმა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში თოვლი.

სააგენტოს ცნობით, ქროდა დასავლეთის მიმართულების ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერი ქარი.

"მეტეროლოგიური სადგურებიდან შემოსული ინფორმაციის მონაცემებით, დაფიქსირდა ქარის სიჩქარის შემდეგი მნიშვნელობები: გორში 28მ/წმ, თბილისის ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემით - 24 მ/წმ, თბილისის აეროპორტის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა - 32 მ/წმ, რაც არსებული კლასიფიკაციით, გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. მარნეულში - 19 მ/წმ.; ქობულეთში - 19 მ/წმ,; მთა-საბუეთზე - 23 მ/წმ. დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 – 22 მ/წმ - ში იქნება", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათი ცნობით, 22 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი