დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს - სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონის - ღვინის აღმართის, ტყავის ჩიხის, გრიგოლ ხანძთელის, ლესელიძის, იერუსალიმის და კოტე აბხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონს - სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონს - ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე, დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის გამო შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონს - გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონს - სადგურ ლილოს და კახეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 11:00 საათამდე, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხება დიდგორის რაიონს - სოფელ შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 17:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.