„ისთ ფოინთი“ ერთი ღამით უფასოდ იხსნება

 „ისთ ფოინთი“ ერთი ღამით უფასოდ იხსნება

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, შოპინგი დიდ სიამოვნებას რომ არ ანიჭებდეს. შოპინგი კი თბილისის ერთადერთ სავაჭრო ქალაქში, სადაც 150 ბრენდზე მეტია წარმოდგენილი, უკვე განსაკუთრებული სიამოვნებაა. ასეთ ადგილზე შოპინგი მარტო, ისე რომ ხელს მაღაზიის სხვა სტუმრები არ გიშლიდნენ, არარეალურ სურვილს გავს. ეს ყველაფერი კი უფასოდ უფრო ფილმის სცენარს მოგაგონებთ, ვიდრე რეალობას. თუმცა, „ისთ ფოინთში“ ასეთი საოცნებო ამბებიც ხდება.

20 მარტს „ისთ ფოინთი“ გრანდიოზულ გათამაშებას დაიწყო, რომელიც 23 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 1 თვის განმავლობაში ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სავაჭრო ცენტრის ნებისმიერ მაღაზიაში მინიმუმ 50 ლარის ოდენობით ივაჭროს და შემდეგ ქვითარი „ისთ ფოინთის“ საინფორმაციო ცენტრში გათამაშების ბილეთში გადაცვალოს. გათამაშება ლოტოტრონის პრინციპით 23 აპრილს გაიმართება და ის Facebook Live–ით გადაიცემა. გათამაშდება 100 000 ლარის ღირებულების 100 პრიზი და მთავარი პრიზი – სავაჭრო ქალაქი ერთი ღამით გამარჯვებულის განკარგულებაში იქნება სრულიად უფასოდ.

„ისთ ფოინთი“ არა სამუშაო საათებში გაიხნება მხოლოდ გამარჯვებულისთვის და მას შეეძლება შოპინგი უფასოდ. მსგავსი პრეცედენტი, რომ მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის მუშაობდეს მთელი სავაჭრო ქალაქი, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ამ პრიზის მთავარი ხიბლი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება უფასოდ. გამარჯვებულს შეეძლება ესტუმროს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ნებისმიერ მაღაზიას და გაიტანოს ყველაფერი, რაც უნდა. ამ პროცესს გადავიღებთ და ბედნიერი შოპინგის ვიდეოსაც მოვამზადებთ,“ – განმარტავს ისთ ფოინთის მერი თეონა ჩიხლაძე.

„ისთ ფოინთი“ უკვე რამდენიმე წელია დიდებისა თუ პატარების საყვარელი სავაჭრო ქალაქია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი თბილისში. წარმოდგენილია 150 ბრენდი ქალებზე, მამაკაცებსა და ბავშვებზე გათვლილი პროდუქციით და ასევე, ტექნიკის მაღაზიები. აქვეა, ქალაქის ყველაზე დიდი და მხიარული გასართობი ცენტრი „ფოკუს–მოკუსი“. დიდებისთვის კი დროის სასიამოვნოდ გატარებას კინო–თეატრი Cavea IMAX და ბოულინგის ცენტრი Lebowski უზრუნველყოფს. ცალკე ქუჩა ეთმობა კვების 20–მდე ობიექტს, სადაც გემრიელი კერძებით გაგიმასპინძლდებიან. ეს ყველაფერი 24 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშლილი.

ნანა მღებრიშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი