რატომ დაიხურა "შუა ქალაქში"?

რატომ დაიხურა "შუა ქალაქში"?

10-წლიანი სატელევიზიო ეთერის და რამდენიმე სეზონის შემდეგ სერიალი "შუა ქალაქში" დაიხურა. სერიალი "შუა ქალაქში" "იმედზე" პირველად 2007 წელს გავიდა და თავიდანვე არნახული წარმატება ხვდა წილად. მისი შემქმნელი დავით გოგიჩაიშვილის "ღამის შოუს" სტუდია იყო. რამდენიმე წლის წინ, "შუა ქალაქში" დროებით შეჩერდა, თუმცა შემდეგ ისევ განაახლეს.

ტელეშოუს დახურვის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ, იგივე ქეთევანმა დაწერა:

"ფანტასტიურად არავინ და არაფერი შეიყვაროთ. დასასრული უფრო მარტივი, შეგნებული და გააზრებული იქნება!.. მშვიდობით შუა ქალაქი. 23.09.2007-21.03.2017", - დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში.

რა გახდა "შუა ქალაქის" დახურვის მიზეზი, ამის გასარკვევად "ღამის შოუს" პროდუსერს ირაკლი ვახტანგიშვილს დავუკავშირდით:

- რატომ დაიხურა სერიალი "შუა ქალაქში"?

- მოქმედი კონტრაქტი, რომელიც "იმედთან" გვქონდა გაფორმებული, დასრულდა, ამიტომაც შეწყდა სერიალის გადაღებები.

- ისევ დაბრუნდებით ეთერში, თუნდაც სხვა არხზე?

- ვერაფერს გეტყვით. არაფერია გამორიცხული...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

როგორ გამოიყურება 5 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი - მომღერალმა თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესი გაუმხილა და სცენას დროებით დაემშვიდობა

"ორსულობის მეექვსე თვეში კონკურსზე გასვლა მთავარ გამოწვევად იქცა" - ნატალია ქუთათელაძის მსოფლიო წარმატება

"მაწუხებს ბუბას ამბავი... ვაითუ, თავს მოგახვიონ რუსეთთან მეგობრობაც“ - კიკაბიძის მილოცვა და შირვინდტის იუმორისტული პასუხი