მართლა აჩუქა თუ არა ეკა ჩხეიძეს მანქანა თაყვანისმცემელმა - "მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს არ ვატარებთ ერთად..."

მართლა აჩუქა თუ არა ეკა ჩხეიძეს მანქანა თაყვანისმცემელმა - "მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს არ ვატარებთ ერთად..."

მსახიობი ეკა ჩხეიძე კატა ჯიქიას როლით ეკრანს მალე დაუბრუნდება. ის, მკაცრი და შურისმაძიებელი კატასგან განსხვავებით, ძალიან გულწრფელი და ლაღია. ეკა წარმატებული ქალია თავის პროფესიაშიც და ასევე, როგორც მეუღლე და დედა. სტაბილური და ბედნიერი ოჯახის საიდუმლოდ კი ის მიაჩნია, რომ ის და მისი მეუღლე დიდ დროს არ ატარებენ ერთად და ევროპულად ცხოვრობენ.

- რთულია ერთდროულად იყო წარმატებული ქალი, დედა, მეუღლე და გქონდეს სტაბილური ოჯახი?

- მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს არ ვატარებთ ერთად - ამიტომ, მონატრების ამბავია ხოლმე. ორი, სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ვართ. თავიდანვე დიდ დროს ვატარებდით უერთმანეთოდ. ძალით არავის არ უნდა იჭერდე. არც საქმეში შეგვიშლია ხელი ერთმანეთისათვის არასდროს და არც ეჭვიანობის სცენები მოგვიწყვია. ევროპულად ვცხოვრობთ. დასასვენებლადაც არ დავდივართ ერთად. რა ვიცი, ერთანეთისგან დასვენებაც კარგია. სამოგზაუროდ, ვთქვათ, რაღაც საქმეზე წასულა უცხოეთში და მეც წავყოლილვარ მთაში, ზღვაზე - არა. არ უყვარს ზღვა. სწორი ჰორიზონტი არ მიყვარსო, ამბობს. მე მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და არა ოჯახურ გარემოში, ჩემს შვილთან და მის მეგობრებთან უფრო მიხარია ხოლმე დასვენება. უპირველესად, უნდა იყო ბუნებრივი, თუ გიყვარს, უნდა უთხრა, გამოთქვა ეს სიყვარული - გამოხატო არა მარტო სიტყვიერად, არამედ გრძნობით და საქმით. ის აუცილებლად მიხვდება ამას და დააფასებს, თუ დაფასების უნარი აქვს. თუ არ აქვს და არც ყოფილა სიყვარულის ღირსი. გაიხედე, მარჯვნივ, იქნებ ვინმე არის, ვინც დაგაფასებს. სიყვარული და პატივისცემა ორმხრივია და სულ ცალ მხარეს უყვარდეს და ჩაფრენილი იყოს ამ ურთიერთობას, არაჯანსაღი მგონია. ბებიასგან სულ ის მესმოდა, სიყვარულს ნუ ჩაკეტავ გალიაში. პირიქით, ის გალია ღია უნდა გქონდეს და თუ გაფრინდა, ფრენა მოუნდა - იფრინოს, თუ მობრუნდა, ესე იგი, შენია და თუ არა, არც იყო, ალბათ, საჭიროო. ის მეორე თემაა, რომ მობრუნდება, მერე შენ გინდა თუ არა. დღევანდელ დღეს ქალები უფრო აქტიურები არიან. კაცზე დამოკიდებული ქალი ნაკლებადაა დღეს. რომ წავიდეს, რა მეშველება - არ უნდა იყოს ცალკე ნერვიულობის საგანი. ძალიან რთულია, იცხოვრო ადამიანთან, ვინც შენი დამფასებელი არ არის. დებს და ძმებს აღარ უნდათ ერთად ცხოვრება და მშობლებს - შვილებთან. კატასტროფა და გასაკვირი არაფერია, როცა ადამიანთან აღარ გინდა ცხოვრება. როცა გინდა - ხარ, როცა გინდა - არა და ნაკლებად იშლი ნერვებს. ქალი, პრინციპში, იმიტომ თხოვდება, რომ შვილები ჰყავდეს. შვილები რომ გყავს, მერე ქმარს, რაც უნდა, ის უქნია.

- ამბობენ, ეკა ჩხეიძეს თაყვანისმცემელმა მანქანა აჩუქაო. მართალია?

- მე მაჩუქა მანქანა თაყვანისმცემელმა? რა მაგარია, იქნებ ამიხდეს. მანქანა კი არ მაჩუქა, სამი მარტი იყო და გულები და ბუშტები დამხვდა მანქანაზე. ფოტო გადავუღე და დავდე სოციალურ ქსელში. ალბათ, ჩათვალეს, რომ მანქანა მაჩუქა. ჩემმა ქმარმა სამი მანქანა მაჩუქა. ის მეოთხეა - მის მანქანაზე ვზივარ, ჩემთვის არ უყიდია, წავართვი. ერთხელ, სახლში დაბრუნებულებს - მე და ჩემს შვილს, ქმარმა დაგვახვედრა თვითმფრინავისა და რინგო სტარის პარიზული კონცერტის ბილეთები. არანაირად არ ველოდით, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი სიამოვნება. შეიძლება, ბოლო ფული გადაიხადოს და წავიდეს საყვარელი მუსიკოსის კონცერტზე. მთელი ზაფხული შეუძლია, არსად წავიდეს, სამაგიეროდ, ბოსტონში გადაფრინდება მიკ ჯაგერის დაბადების დღეზე და "როლინგ სტოუნზის" კონცერტზე. თვითონ ძალიან რომანტიკული ტიპია და მეც ამით დამაბა. მაგრამ, ამ პერიოდში, ისე არც ვართ ერთად, ძალიან თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს.

- რა არის ქალისთვის მთავარი? როგორ გესმით ის, რასაც ქალურ ბედნიერებას ეძახიან?

- ქალი რომ საკუთარ თავზე კაცის ფუნქციებს იღებს, არ შეიძლება. მთავარია, ქალმა იგრძნოს თავი დაცულად. უნდა გყავდეს ადამიანი, ვისი იმედიც გაქვს, რამე რომ დაგჭირდეს. რად მინდა მამაკაცი, თვითონაც გავაკეთებ - არასწორია. ბევრი რამეა სახლში ისეთი, რაც შემიძლია და არ ვაკეთებ. მანქანა რომ გამიფუჭდება, დავაყენებ და კაცს ვურეკავ: მოდი და გააკეთე-მეთქი. ალბათ, თვითონ ქალები აფუჭებენ კაცებს. უნდა გრძნობდე სიყვარულს; უნდა გრძნობდე, რომ საჭირო ხარ - გინდ საქმეში, გინდ სახლში; შვილებს, საყვარელ ადამიანს უნდიხარ, სჭირდები. საქმე გაქვს, რომელშიც ხარ წარმატებული.

ხათუნა კორთხონჯია

ჟურნალი "თბილისელები"

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 168 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და

"სოციალურ ქსელში წერენ, გამყრელიძე ამბობს, ახლა 2-3 კვირის მერე იქნება პიკიო... არა, თავიდანვე ვთქვი, ფრთხილად უნდა ვიყოთ  მე-6, მე-7, მე-8 კვირაშითქო"

"დღემდე ვერ ხერხდება მოფიქრება, რა უნდა წარადგინოს ცნობის სახით მაგალითად, ძიძამ რომ დახმარება გაეწიოს" - კახა კალაძე