რომელი პროფესიაა დღესდღეობით ყველაზე პოპულარული საქართველოში?

რომელი პროფესიაა დღესდღეობით ყველაზე პოპულარული საქართველოში?

ბიზნესის ადმინისტრირება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული ფაკულტეტია. ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა იციან, რომ მომავალში მათთვის ბევრი ცნობილი კომპანიის კარი გაიღება. თავის დროზე ბიზნესის ადმინისტრირება დაამთავრეს ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც „ნაიკის“ თანადამფუძნებელი ფილ ნაიტი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი და „ფეისბუკის“ მთავარი ოპერატიული დირექტორი შერილ სენდბერგი არიან.

დასავლური გამოცდილების გათვალისწინებითა და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქართველი ახალგაზრდებისთვის ბიზნესი სულ უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი საქმიანობა გახდა განსხვავებით მათი წინამორბედებისგან. თუ არცთუ შორეულ 90-იან წლებში საქართველოში აბიტურიენტები ჰუმანიტარულ საგნებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მანამდე 80-იან წლებში კი სამედიცინო ფაკულტეტს, დღევანდელი თაობა ბიზნესს და ბიზნესთან დაკავშირებულ ფაკულტეტებს ირჩევს.

„სილიკონ ველი თბილისის’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლის მსურველებს საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს, რომელიც წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების გათვალისწინებითაა შედგენილი.

BTU-ს პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსადამთავრებული, რომელიც შეძლებს პირველივე კურსიდან დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი სტარტაპი, ბიზნეს გეგმა, პირველივე კურსიდან სტუდენტს ასევე საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კონკურსებში, სტაჟირება გაიაროს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ პარტნიორ კომპანიებში, რომელთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიაა, პირველივე კურსიდან ხელი შეუწყოს სტუდენტის კარიერულ ზრდას და მის დასაქმებას. თითოეულ სტუდენტს ეყოლება პერსონალური მენეჯერი, რომელიც შეადგენს სტუდენტის პორტფოლიოს და იზრუნებს მის დასაქმებაზე.

ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მთლიანად უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ასევე ხელმისაწვდომია დასაქმების საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ყოველდღიურად დისტანციურად შესასრულებელ სამუშოებზე 10 მილიონზე მეტი მოთხოვნა ფიქსირდება. აღნიშნულ პლატფორმაზე მუშაობა სტუდენტს საშუალებას მისცემს მათ გაუსვლელად შეასრულონ გარკვეული სამუშოები, იყვნენ დასაქმებულები და მიიღონ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოქმედებს ,,ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე’’, რომლის ფარგლებშიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ქვეყნიდან გაუსვლელად ისწავლონ ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან Staffordshire university-ის ბიზნესის ადმინისტრირება -მენეჯმენტის ფაკულტეტზე და ოთხი წლის შემდეგ მიიღონ ბრიტანული საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი და ასევე საქართველოს აკრედიტირებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დიპლომიც.

ბიზნესის ადმინისტრირება- მენეჯმენტის საერთაშორისო საბაკლავრო პროგრამაში ჩართული არიან პროფესიონალი და გამოცდილი ქართველი და ბრიტანელი ლექტორები საერთაშორისო აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილებით.

„ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტის საერთაშორისო ბაკალავრიატის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ქვეყნიდან გაუსვლელად გაიარონ მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერიტეტის კურსი და მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანული დიპლომი. ეს კი შემდგომში მათი წარმატებით დასაქმების გარანტი იქნება,” - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლების საფასური 2250 ლარს შეადგენს, უნივერსიტეტის პირველ ან მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში კი, მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ბიზნესის ადმინისტრირება -მენეჯმენტის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამაზე კი სწავლების საფასური 6950 ლარია.

სტუდენტებისთვის მოქმედებს სახელმწიფო გრანდი, ხოლო წარმატებულები ისარგებლებენ უნივერსიტეტის სტიპენდიებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი