"არცოდნა აკრძალულია" - მარტივი ხრიკები ჯანსაღი პროდუქტის გამოსავლენად

"არცოდნა აკრძალულია" - მარტივი ხრიკები ჯანსაღი პროდუქტის გამოსავლენად

მსახიობი მარიამ ჩუხრუკიძე მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობს, კონსერვატორიაში სწავლობს, რამდენიმე თვის წინ კი გადაცემის წამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინა. ის ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ყოველკვირეული გადაცემის - "არცოდნა აკრძალულია" წამყვანია. გადაცემის მიზანია საზოგადოებას მისცეს კონკრეტული რჩევები, თუ როგორ უნდა გაარჩიოს ხარისხიანი პროდუქტი უხარისხოსგან.

- ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. გადაცემის წამყვანი შემთხვევით გავხდი. კასტინგის შესახებ ტელეფონით შემატყობინეს, მივედი, გადაცემის საცდელი ვარიანტი ჩაწერეს. მახსოვს, ჩაისთან დაკავშირებულ რჩევებზე ვისაუბრეთ და წამოვედი. ჩემდა გასაკვირად, მალე შემატყობინეს, რომ არჩევანი ჩემზე შეჩერდა. ძალიან გამიხარდა. როგორც ჩანს, უპირატესობას მსახიობის პროფესიას ანიჭებდნენ, რადგან იმპროვიზაცია სჭირდებოდათ. მესამე თვეა, გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ გადის. თანაწამყვანი მყავს - ნათია ოსანაძე. ერთი კვირა მე მიმყავს გადაცემა, მეორე კვირას - მას. ჩვენ ტელემაყურებელს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ჯანსაღი პროდუქტების შესახებ და მივცეთ სასარგებლო რჩევები. მათ "თვალწინ" ვაკეთებთ ექსპერიმენტებს, ცდებს და ვასწავლით, როგორ განასხვაონ ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტი. საუბარი არ არის მხოლოდ საკვებზე, არამედ კოსმეტიკაზე, ჰიგიენურ საშუალებებზე და ა.შ.

- ყველაზე დიდი დაინტერესება რომელმა გადაცემამ გამოიწვია?

- ალბათ, ყველაზე რეზონანსული გამოვიდა გადაცემა პომადებზე. მარტივად შეიძლება იმის დადგენა, შეიცავს თუ არა პომადა დიდი რაოდენობის ტყვიას: ტუჩსაცხი ხელის მტევანზე უნდა გადავისვათ და მერე მასზე ოქროს ბეჭედი გადავატაროთ. თუ კანზე პომადის ზოლმა ფერი შეიცვალა და გამუქდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პომადა ტყვიას შეიცავს. იმავენაირად შეგვიძლია შევამოწმოთ დეკორატიული კოსმეტიკის სხვა ნაწარმიც. პირადად მე, ეთერს გარეთ შევამოწმე ტუჩის კონტური, კორექტორი, ტონალური კრემი და სამწუხაროდ, თითქმის ყველაფერმა საგრძნობლად იცვალა ფერი - გაშავდა. ზოგიერთი ქალი პომადას ყოველდღიურად მოიხმარს. კვლევების მიხედვით, მათ ორგანიზმში, მთელი ცხოვრების განმავლობაში, 5 კილოგრამი პომადა ხვდება. ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, მეგობრები შეწუხებულები მწერდნენ: ექსპერიმენტი ჩვენც ჩავატარეთ და ყველა პომადა გაშავდაო. აქედან გამომდინარე, ალბათ აუცილებელია, ხარისხს დიდი ყურადღება მივაქციოთ. რეალურად, გადაცემაზე მუშაობისას, მეც ბევრ აღმოჩენას ვაკეთებ და ვცდილობ, რჩევები გავითვალისწინო.  განაგრძეთ კითხვა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები