რუსთავში კომპანია "ჯეოსთილის" მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადსადნობი ღუმელის აფეთქების შედეგად ორი მუშა დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, 25 და 63 წლის მამაკაცებმა სახისა და კიდურების დამწვრობა მიიღეს. ორივე მათგანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების თქმით, დაშავებულებს მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. რუსთავის ცეტრალურ საავადმყოფოში არ გამორიცხავენ, ორივე პაციენტის თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყვანა გახდეს საჭირო.