თბილისის ზოგიერთ უბანს, 30 მარტს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შუალედში, 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ანა პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის მიზნით, 12:00 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III და IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის "დ" ქუჩის და ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სპირიდონ კედიას ქუჩის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის I, II, III შესახვევების, გორგასლის, წინანაურის, მელქაძის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.