რას სთავაზობენ სტუმრებს ქართული რესტორნები უცხოეთში - ქართულ კერძებზე და ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

რას სთავაზობენ სტუმრებს ქართული რესტორნები უცხოეთში - ქართულ კერძებზე და ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

საზღვარგარეთ ქართული რესტორნების რაოდენობა მატულობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სხვა ქვეყნების სარესტორნო ბიზნესში მისი წილი 8-9%-ს შეადგენს, 2017 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 12%-მდე გაიზარდოს. ქართული სამზარეულოს პოპულარობა უკავშირდება ტურიზმის სექტორის განვითარებას და წარმატებულ კამპანიას, რასაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში ახორციელებს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქართული სამზარეულოსადმი ინტერესი ცნობილია, თუმცა ბოლო დროს იგი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იხვეჭს პოპულარობას. შეიძლება თქმა, რომ იქ, სადაც ქართველია, აუცილებლად არის ქართული რესტორანი ან კვების რომელიმე ობიექტი.

ქართულ რესტორანს შეიძლება შეხვდეთ ბრუკლინში, მანჰეტენზე, პარიზში, ნიუ-ჯერსიში, პეკინსა და მსოფლიოს ცნობილ ქალაქებში, სადაც კი ჩვენი ბევრი თანამემამულე ცხოვრობს.

"ძველი მეტეხის" გენერალური დირექტორის, რესტორატორ (რესტორნის მმართველი) ქეთევან დოდაშვილის ინფორმაციით, ქართული სამზარეულო პოპულარულია როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში და უცხოელ საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს.

"ყველაზე მეტი ქართული რესტორანი დღესდღეობით რუსეთშია და არც არის გასაკვირი, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საქართველოს კულტურას, მით უმეტეს, სამზრეულოს, კარგად იცნობენ. როგორც ჩანს, დღემდე ახსოვთ ქართული გასტრონომია. თუმცა, ახლა ვერც იმას ვიტყვით, რომ უცხოეთში ნაკლებად გვცნობენ. ბოლო წლებში ჩვენი სამზარეულო პოპულარული გახდა უამრავ ქვეყანაში. ტურიზმის მიმართულებით მთავრობის მრავალწლიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო, ეს აშკარაა.

გაგრძელება+ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი