მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერის მოხალისეობით დაწყებული კარიერა

მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერის მოხალისეობით დაწყებული კარიერა

ნინუცა ნანიტაშვილი, რომელმაც 24 წლის ასაკში შეძლო და საქართველოს სახელი მსოფლიოს ტექნოლოგიურ სამყაროს გააცნო, ამჟამად, "ტრაქტორის" მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობს და ცდილობს, ფერმერები უკეთ დააკავშიროს ციფრულ სამყაროს.

"ტრაქტორის" ისტორია ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც, "ელვას" გუნდის წევრებმა ფერმერებისთვის საგანმანათლებლო ვიდეო-ინსტრუქციების გაკეთება დაიწყეს და ამ წამოწყებას "მოსავალი" დაარქვეს.

"საპილოტე პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია ფერმერებში, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ მათთვის მეტი მომსახურება და ფუნქცია შეგვეთავაზებინა. ასე განჩდა "ტრაქტორის" ანუ ფერმერთა პირველი ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის შექმნის იდეა. პლატფორმას უფასო რჩევებისა და კონსულტაციების პარალელურად აქვს ონლაინ მაღაზია, სადაც ფერმერები სასოფლო-სამეურნეო საშუალებებს ყიდულობენ სახლიდან გაუსვლელად. ერთი შეხედვით, შეიძლება თამამ განცხადებად მოგეჩვენოთ, რომ ყველაზე "ტრადიციული" პროფესიის ადამიანებს ელექტრონული კომერციისა და ონლაინ სწავლების საშუალებას ვთავაზობთ. თუმცა, დღეს ისე, როგორც არასდროს, ყველაზე მარტივად შეგვიძლია მივწვდეთ ფერმერებს ონლაინ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სულ რაღაც ერთ თვეში სამი ათასზე მეტი მომხმარებელი გვყავს და რამდენიმე შეკვეთაც დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან," - განმარტავს ნინუცა.

ნინუცა ნანიტაშვილი, რომელიც დღეს საქართველოს ტექნოლოგიების სფეროს ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენელია, წლების წინ თავს ამ სფეროში ვერც კი წარმოიდგენდა და არც ტექნიკური განათლება მიუღია უნივერსიტეტში, რასაც ძალიან ნანობს. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი 2011 წელს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების, ტექნოლოგიების და კავშირგაბმულობის დეპარტამენტში მოხვდა სტაჟიორ-კონსულტანტად. მისი ტექნოლოგიებით დაინტერესება სწორედ იქ დაიწყო.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი