ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩის მცხოვრებლები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩის მცხოვრებლები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩის მცხოვრებლები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, თუმცა ტერიტორია მეწყერულ ზონაშია მოქცეული, რის გამოც აუცილებელია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გეოლოგიური დასკვნის მომზადება. მოსახლეობა კორპუსის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.

ადგილობრივების განცხადებით, შესაბამისი განაცხადით უკვე მიმართეს თბილისის მერიას, მომავალი კვირიდან კი აღნიშნულთან დაკავშირებით დავას სასამართლოში დაიწყებენ.

წყნეთის ქუჩაზე შეკრებილ ადგილობრივებს შეუერთდა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისივე განცადებით, ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან მეწყერსაშიში ზონაა, ასევე 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიაა. ელისაშვილის თქმით, 2009 წელს თბილისის მერიის მიერ გაცემული ნებართვა 2014 წელს ხელახლა დაამტკიცეს, რის გამოც ის თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს პირადი ინტერესების გატარებასა და საზოგადოების ნების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება არჩევნებამდე ცდილობს მოასწროს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება, რითაც ირღვევა უამრავი ადამიანის უფლება.

”აპრილის ბოლოს უნდა შემოვიდეს საკრებულოში ქალაქის გენერალური გეგმა. მანამდე თბილისის მერიას შეუძლია მსგავსი ნებართვები გასცეს ისე, რომ აზრი არავის ჰკითხოს. როგორც ჩანს, ბატონი ნარმანია და ხელისუფლება ხვდება, რომ მათ დარჩენილი აქვთ სულ რამდენიმე თვე არჩევნებამდე და ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას და ასეთი უკანონობის განხორციელებას. მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია, ვიდრე არ იქნება სპეციალური დასკვნა წარმოდგენილი. ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

წყნეთის ქუჩაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ მშენებელ კომპანიას კორპუსის მშენებლობის უფლებას იქამდე არ მისცემენ, ვიდრე წარმოდგენილი არ იქნება გეოლოგიური დასკვნა. მოსახლეობის ნაწილი კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მშენებლობა გაგრძელდება, აქციებს დაიწყებენ.

ხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი