დღეს წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეა - რა უნდა იცოდეთ წმინდანის შესახებ

დღეს წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეა - რა უნდა იცოდეთ წმინდანის შესახებ

დიდმარხვის მეხუთე კვირას, 2 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირსი დედის, მარიამ მეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმიდა მარიამ მეგვიპტელი V საუკუნეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობები წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელმა შემოინახა. იგი წმ. მარიამ ეგვიპტელს იორდანის უდაბნოში შეხვდა, სადაც მისი თავგადასავალი შეიტყო.

მარიამი ახალგაზრდობაში უღირსი ცხოვრებით ცხოვრობდა. შემდეგ ღვთის განგებით მოექცა და ცოდვების მოსანანიებლად მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში გაატარა, სადაც აღესრულა კიდეც.

დიდმარხვის მეექვსე შვიდეულის პარასკევს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ სულიწმინდით მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცთა მაცხოვარი. დღესასწაულის გამო მარხვა ხსნილია თევზით.

შაბათს კი ლაზარეს შაბათი აღინიშნება. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამ დღეს მორწმუნეებს ასევე თევზის მიღება შეეძლებათ.

დიდმარხვის მე-6 კვირას, ბაიაობის, ანუ ბზობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ბზის ტოტებით მიდიან და ბზის კურთხევა აღესრულება. ამ დღეს ეკლესია უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.

სახარების მიხედვით, იერუსალიმში დიდებით შემავალ უფალს ზეთისხილის რტოებსა და ტანსაცმელს უფენდნენ, შეძახილით: "ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!". ბზობის დღესასწაულზეც მარხვა თევზით ხსნილია.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი