რუსუდან კერვალიშვილს დღეს 4 წლით პატიმრობა, ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88-ის" საქმეზე 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისების ბრალდებით მიუსაჯეს. მისი ქალიშვილის, ნინო დარასელის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
რუსუდან კერვალიშვილი "ცენტრ პოინტის" საქმის შესახებ განცხადებებს ხშირად აკეთებდა. მისი დის, მაია რჩეულიშვილის დაპატიმრების შემდეგ, რუსუდან კერვალიშვილმა პროკურატურას მოუწოდა, რომ მაიას ნაცვლად, ის დაეკავებინათ.
ვინ არის რუსუდან კერვალიშვილი და რას საქმიანობდა ის წლების განმავლობაში?
რუსუდან კერვალიშვილი 1955 წლის 25 ივლისს, ქალაქ ონში დაიბადა. მან "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში" სამკურნალო საქმე დაამთავრა. 1978-1979 წლებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა. წაიკითხეთ გაგრძელება