”OSHEE• ოში” - ჯანსაღი სასმელი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

”OSHEE• ოში” - ჯანსაღი სასმელი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გარემო და საკვები ასე დაბინძურებულია, დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღ კვებას და ვარჯიშს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ამ ორი კომპონენტის უკეთესად დაცვაში კი სპეციალური სასმელი თუ საჭმელი დანამატები გვეხმარება. პოლონური ბრენდის ”OSHEE• ოშის” იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელები საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ბრენდი ქართულ ბაზარზე რამდენიმე პროდუქტითაა წარმოდგენილი.

”OSHEE• ოშის” ქართული გუნდის მიზანი და მოტივაცია საზოგადოებისთვის ჯანსაღი და სასარგებლო ალტერნატივების შეთავაზებაა. ”OSHEE•ოშის” იდეოლოგია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას გულისხმობს. კომპანია აწარმოებს იზოტონურ და ვიტამინიზებულ სასმელებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსის აღდგენას ვიტამინების, საჭირო მინერალებისა და ბუნებრივი ძალების დახმარებით. არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს და სხვა ხელოვნურ კომპონენტებს,“ - განმარტავს ”OSHEE•ოში საქართველოს” გენერალური მენეჯერი სანდრო კილაძე.

OSHEE• ოში პოლონური ბრენდია, რომელიც 10 წელია ბაზარზეა და მყარად უჭირავს ლიდერის პოზიცია იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელების კატეგორიაში ევროპულ ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის სრულყოფილად უზრუნველყოფაზე და მომხმარებელს სთავაზობს, როგორც სასმელების, ასევე საკვების ხაზის პროდუქციას. ბრენდი 34 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ცოტა ხნის წინსაქართველოშიც გამოჩნდა.

”საქართველოში შემოსვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში სპორტი საკმაოდ კარგადაა განვითარებული. რაგბის ძლიერი გუნდი ყავს. ასევე, ქვეყანაში ბევრი წარმატებული მძლეოსანია. ბაზრის შესწავლის შედეგად გავარკვიეთ, რომ საქართველოში ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაც საკმაოდ აქტუალურია. ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ჩვენი პროდუქცია აქ წარმოდგენილი ყოფილიყო. მე ვფიქრობ, საქართველო პოლონეთს გავს, ამიტომაც დარწუმებული ვარ, ქართველებს ჩვენი სასმელები მოეწონებათ,” - განმარტავს ”OSHEE• ოშის” დამფუძნებელი ბატრიკ დენ ბალტი.

სპორტული იზოტონური სასმელები სპეციალურადაა შექმნილი ფიზიკური დატვირთვის დროს მისაღებად. აღადგენს დაკარგულ ვიტამინებს და მინერალებს. მატებს ორგანიზმს ფიზიკურ გამძლეობას, ხსნის ფიზიკურ და გონებრივ სტრესს.იზოტონური სასმელის მიღება სასურველია მათთვისაც, ვინც რეგულარულად ვერ ახერხებს ვარჯიშს. სასმელი აღადგენს დღის განმავლობაში დაკარგულ ენერგიას და დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.ცალკე მიმართულებაა “OSHEE• ოშის” ვიტამინიზებული წყლები, რომელიც შექმნილია მასობრივი მოხმარებისთვის და დიეტური საკვების დანამატია.

”OSHEE• ოშიმ” საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავი ღონისძიებაც გამართა. საღამოზე მიწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები, მათ შორის ცნობილი სპორტსმენები, რომელთაც კომპანიამ ბრენდის კონცეფცია და მიზნები გააცნო.

”მე, როგორც სპორტსმენი, მოხარული ვარ, რომ ”OSHEE• ოში” საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი. სპორტსმენებს ენერგიის აღსადგენად ბევრი დამატებითი საკვები თუ სასმელი პროდუქტების მიღება გვჭირდება. ამიტომაც რაც მეტი იქნება მსგავსი პროდუქცია საქართველოში, მით უკეთესი ჩვენთვის. ”OSHEE• ოშის” სასმელებით კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ,” - აღნიშნა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ.

”OSHEE•ოშის” შეძენა საქართველოში შესაძლებელია ქსელურ სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, ფიტნეს ცენტრებსა და 300-მდე მაღაზიაში თბილისის მასშტაბით.

ბრენდის რეგიონულ პარტნიორებს ცნობილი საფეხბურთო კლუბები მადრიდის „რეალი“ და დორტმუნდი „ბორუსია“ წარმოადგენენ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი