იმერული ესკიზები - რაში იყენებდნენ ძველად საფლავზე შეგროვებულ "ვენოკის" ლენტებს

იმერული ესკიზები - რაში იყენებდნენ ძველად საფლავზე შეგროვებულ "ვენოკის" ლენტებს

იმერეთს ყველაზე კარგად, დავით კლდიაშვილი და ნანა მჭედლიძე აღწერდნენ. მათ ნაწარმოებებში შესაძლოა, ვინმემ დაცინვა დაინახოს, მაგრამ ორივეს მხოლოდ სიყვარული ჰქონდა იმერლებისა და იმერეთის. "იმერული ესკიზები" თუ ვინმეს ერთხელ მაინც უნახავს, აუცილებლად დაამახსოვრდება მიცვალებულის დატირებისა და "აღდგომის" მომენტი. ამ წერილშიც დაკრძალვის ცერემონიებზე გვექნება საუბარი, რომელშიც კომიკური ელემენტებიც გამოჩნდება და ტრაგიკულიც.

ჯერ ისევ დაწყებითი კლასების მოსწავლე ვიყავი, როცა მშობლებმა ხარაგაულის "პუტიოვკა" გამომიწერეს, - ბებიას ხმას მაინც გასცემ და თან, დაისვენებო. ჩემდა იღბლად, იქ ჩასვლისას მშრალი ამინდები დაიჭირა. დილა-საღამოს პირღია წითელ ძროხას, საკმაოდ ადამიანური სახელი - გოგონა რომ ერქვა, ბებიასთან ერთად, ბიჭიკოს აკაციების "გვერდოში" ვაძოვებდით, შუადღეზე დავარწყულებდით და თავზე საყრელ დროს წიგნების კითხვაში ვატარებდი. ბებიაჩემის მცირე ბიბლიოთეკა ჩემს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. ერთხელაც, უზარმაზარი კაკლის ქვეშ, ჭილობზე მწიფე ლეღვივით დავეტყეპე და ხელში ვერა ჩაპლინას "ჩემი ოჯახი და ცხოველები" ავიღე. ჭრიჭინები, რომლებსაც ადგილობრივები რატომღაც, ნემსიყლაპიებს ეძახიან, გულისწამღებად ჭრიჭინებდნენ და მყუდროებას არღვევდნენ. მალე მათ ხმას ისე შევეჩვიე, რომ ვეღარც ვგრძნობდი. უცებ, სრულიად მოწმენდილ ცაზე მეხის გრგვინვა გაისმა და გაოცებულმა ცას დავუწყე ცქერა, მაგრამ საავდრო არაფერი ჩანდა. პატარა, სულამომხდარი მდინარის გაღმა, სოფლის მასშტაბით ფრიად სახელოვანი კაცი გარდაცვლილა და მის პატივსაცემად "დუხავოი ორკესტრი" პირველ აკორდებს ამოწმებდა თურმე. გაოცებულს ბებიამ ამიხსნა, რომ ხარაგაულში სასულე ორკესტრი აუცილებელია მაშინ, თუ კარგი მოზარე არ ჰყავდა მიცვალებულს. დაკრძალვის დღეს კი, სუფრას ძირითადად, კაცები ემსახურებოდნენ, ხოლო სტუმრებისგან "გაჩანაგებული" მაგიდები ხარაგაულიდან ამოყვანილ რუს "უბორშიცებს" უნდა გაესუფთავებინათ, ჭურჭელი დაერეცხათ და სუფრები ქლორიან მდუღარე წყალში გამოეხარშათ. მერე ამ "უბორშიცებს" აღერღეტებული და ღვინონასვამი კაცები თავს აბეზრებდნენ, იყო ტკვარცალი და გნიასი! ვიღას ახსოვდა თურმე მიცვალებული! მთელი კვირა ისმოდა მდინარის გაღმიდან სასულე ორკესტრის ხმა, რომელსაც დროდადრო, უზარმაზარი ქვაბის სახურავების მსგავსი ლითონის ფირფიტების "შემოლაწუნება" ჟღერადობას მატებდა. მიდიოდნენ ჩამწკრივებული კაცები ხვნეშით, კოსტიუმებსა და შავ ფეხსაცმელებში გამოწყობილები, ქალებს რუხი ან შავი კაბები ეცვათ, თავზე ქოლგები წამოეფარებინათ და გზაში არკვევდნენ, ვინ უნდა შესულიყო პირველ მოტირლად. პარალელურად, ათას ამბავს აცნობდნენ ერთმანეთს: ვის ჰყვარობდა მზია, ვის მოჰპარა შეშა ვახტანგიამ და წელს თხილის მოსავალი ჯობდა თუ კაკლის. ამ ყველაფერს ჩემ თვალწინ, კინოკადრებივით უწევდა ჩავლა, რადგან ჩვენი ეზო შარაგზის პირზე იყო... განგარძეთ  კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი