პირველადი ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება

პირველადი ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება

პირველადი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ხვედელიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.

„პირველადი დათვალიერებით, მას თავზე აღენიშნებოდა დაზიანებები. როგორც თავად პაციენტი აცხადებს, არის ნაცემი. რა ხარისხისაა დაზიანებები, ამას საავადმყოფოს ექიმები იტყვიან, ვინაიდან საჭიროა ჩატარდეს გამოკვლევები“, - განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

არსებული ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი