"დეე, მაპატიე ამჯერად ვერ გიშველე..." - მომღერალ მიშა სულუხიას დედა გარდაეცვალა

"დეე, მაპატიე ამჯერად ვერ გიშველე..." - მომღერალ მიშა სულუხიას დედა გარდაეცვალა

"იქს ფაქტორის" მონაწილეს, მომღერალ მიშა სულუხიას დედა გარდაეცვალა. მაია მილორავას რამდენიმე თვის წინ თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ქველმოქმედების წყალობით და მეგობრების დახმარებით, მომღერალმა საჭირო თანხის შეგროვება შეძლო და დედა საოპერაციოდ სტამბოლის კლინიკაში წაიყვანა. ორი კვირის წინ მაია მილორავას ოპერაცია ჩაუტარდა და ის 10 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიშა ფეისბუქის პირადი გვერდიდან ატყობინებდა გულშემატკივრებს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დღეს კი სამწუხარო ამბავი დაწერა პირად გვერდზე: "ჩემი მეოცნებე, ლაღი და თბილი დედიკო. ხალხო როგორ მტკივა. დეე, მაპატიე ამჯერად ვერ გიშველე..." - წერს მიშა სულუხია.

VIDEO| რას ამბობდა დედის ავადმყოფობაზე მომღერალი 2 კვირით ადრე?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი