სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს - თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ, მაშინ „მონოლით ჯგუფის“ შეთავაზება თქვენთვისაა: 210 დოლარი ის თანხაა, რომლის გადახდაც მოგიწევთ ბინაში, რომელშიც ძველ თბილისში, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბ.კალანდაძის N3-ში შენდება. ამჟამად 9 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მე-7 სართულის გადახურვა მიმდინარეობს, ხოლო პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. თქვენ კი უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ისარგებლოთ სამშენებლო კომპანიის იმ შემოთავაზებით, რომლებიც ნამდვილად დაგაინტერესებთ: 15 აპრილამდე ბინის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ 25$-ან ფასდაკლებას კვ.მ-ზე, ხოლო დამატებით 3000 ლარიან ავეჯის სასაჩუქრე ვაუჩერს. აქციაში ჩართვისთვის საწყისი პაკეტი გულისხმობს, თვეში 210 დოლარის გადახდას, ბინის ღირებულების 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში, ხოლო დარჩენილ თანხაზე მაქსიმუმ 15 წლიანი განვადების პირობით სარგებლობას.
„მონოლით ჯგუფმა“, ასევე გაითვალისწინა, თბილისში საკუთარი საცხოვრებელი ფართის შეძენით დაინტერესებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების ინტერესები, რაც განაპირობა მათი მხრიდან ხშირმა მომართვიანობამ და შეტყობინებებმა.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე, მონოლით ჯგუფისგან ასევე ისარგებლებს 25$-ანი ფასდაკლებით კვ.მ-ზე, საჩუქრად კი სურვილის შესაბამისად გადაეცემა 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი, ან ორმხრივი მგზავრობის ავიაბილეთი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან: ”ემიგრანტს, რომელიც ცხოვრობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნაში და გადაწყვეტს ჩვენთან ბინის შეძენას, ჩვენ ავუნაზღაურებთ მგზავრობის ხარჯებს ორივე მიმართულებით, ან მისი სურვილის შემთხვევაში გადავცემთ 3000 ლარიან ავეჯის სასაჩუქრე ვაუჩერს”, - აცხადებენ კომპანია ”მონოლით ჯგუფში”.
„Monolith Residence Ortachala“ 9 სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია. ერთი სართული მიწისქვეშა ავტოსაგომს, ერთი სართული საოფისე ფართებს, 8 სართული კი საცხოვრებელ ბინებს უკავია. ბინების თითქმის 40% უკვე გაყიდულია. ასე რომ, კორპუსში დასახლების მსურველებს დიდი დრო აღარ რჩებათ, არჩევანი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ, საინტერესო საჩუქრებით სავსე ბინაზე შეაჩერონ.
კომპლექსის მდებარეობა და რეკრეაციული ზონა: კომპლექსი ძველ თბილისში, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ზონაში მდებარეობს, საიდანაც მეიდნამდე საფეხმავლო გზით გასეირნებისთვის 15-20 წუთია საკმარისი. კომპლექსიდან ულამაზესი ხედი იშლება ძველ თბილისზე, ხოლო ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა გარემოში მდებარეობს. ”გარდა იმისა, რომ კორპუსს აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი, მას ექნება იზოლირებული სარეკრეაციო ზონა ბავშვებისთვის, სადაც განთავსდება სასრიალოები, საქანელა, ქვიშა. ამასთანავე კომპლექსი შენდება ძვირფასი საშენი მასალებით, თითოეული ბინა იქნება ენერგოეფექტური, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, შენობის გარე და შიდა ფასადი მოპირკეთდება ტრავერტინით, კერამოგრანიტით, შენობის კიბეები კი ბაზალტით. კორპუსში დამონტაჟდება უმაღლესი კატეგორიის Fuji-ს ლიფტი, თითოეულ ბინაში კი ჩაისმება გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა.” - აცხადებენ კომპანიაში.
”მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია და აღდგენილია ეკლესია, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები, საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციური კომპლექსები, ლაბორატორიები და მრავალი სხვა.
კომპანიის პორთფელში უკვე სამი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც დამატებით გარანტიებსა და „მონოლით ჯგუფის“ ძლიერ ფინანსურ პლატფორმას გულისხმობს.
”ჩვენი ბინები გამოირჩევა ხარისხით და ამის თქმის საშუალებას დასრულებული პროექტები იძლევა”, - აცხადებენ ”მონოლით ჯგუფში”.
დასრულებული კორპუსების შეფასება კი მსურველს უკვე შეუძლია: ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მდებარე 21დ კორპუსი, "ნუცუბიძის ტყუპები" და ქავთარაძის N19-ში მდებარე კორპუსები საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვისაც ”მონოლით ჯგუფის” მიერ აშენებულ ბინაში ცხოვრება სურს.
თამარ კორკოტაშვილი
გაყიდვების ოფოსი : 595 99 77 00 ; 2 30 99 77
ვებ-გვერდი: www.monolith.ge
R