მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

საქართველოში უახლოესი 5 დღის განმავლობაში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ დღისით თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება, დღის ბოლოს კი ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოს დაბლობსა და ბარში დღისით 19-24 გრადუსი იქნება, მთაში - 18-23 გრადუსი.

ხვალ მზიანი ამინდი იქნება თბილისშიც, თუმცა დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება.

8 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-22 გრადუსი იქნება. თბილისში დღის ბოლოს ასევე შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსი იქნება.

9 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც ტემპერატურა დაიკლებს. ქვეყნის უმეტეს რაიონში იწვიმებს. იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში იქნება, დროგამოშვებით კი 20-25 მეტრი წამში. თბილისში დღის ბოლოს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსია მოსალოდნელი.

10 აპრილს ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპერატურა 11 აპრილსაც შენარჩუნდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი