თუ პირადობის მოწმობა ჯერ კიდევ არ გაქვთ, გაიგეთ, როდიდან შეძლებთ მის უფასოდ აღებას

თუ პირადობის მოწმობა ჯერ კიდევ არ გაქვთ, გაიგეთ, როდიდან შეძლებთ მის უფასოდ აღებას

10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ.

როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, აქციის მიზანია ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი