პატრიარქი - მთელი მსოფლიო განსაცდელშია

პატრიარქი - მთელი მსოფლიო განსაცდელშია

როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მასთან არის, ყველაფერი ადვილად დასაძლევია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. სიონში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა.

წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ "ჩვენთან არს ღმერთი" ყოველი მორწმუნე ადამიანი გრძნობს, რომ ჩვენთან არს ღმერთი. ეს რომ ასე არ იყოს, ადამიანი ვერ გაუძლებდა იმ განსაცდელს, იმ ტანჯვას, რომელიც მოუვლინა. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მასთან არის, ყველაფერი ადვილად დასაძლევია. დღეს ჩვენ დიდ დღესასწაულს ვზეიმობთ, ხარებობას. ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს არის უდიდესი დღესასწაული. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, იმდენად დიდია ეს დღესასწაული, ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებს ამ დღეს თავისთვის. სიხარული, სიყვარული ჩაქსოვილია ამ დღესასწაულში", - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, ხარების დღესასწაულის აღნიშვნა უძველესია. ებრაელები როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, ესალმებოდნენ "გიხაროდენ" .

"ანგელოზი გაბრიელი ამ დღეს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. "გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა". შევთხოვთ უფალს წყალობა და სიხარული არ მოაკლდეს საქართველოს და მთელს მსოფლიოს. წყალობა და სიხარული აუცილებელია ჩვენთვის, რადგან მრავალი განსაცდელი მოუვლინა საქართველოს და მთელს მსოფლიოს. უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო განსაცდელშია. წყალობა ღვთისა და სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა", - ბრძანა ქადაგების ბოლოს უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა დეკანოზი არჩილ ავანაშვილი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 713 ტესტი და გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა - როგორია ეპიდემიის გავრცელება რეგიონების მიხედვით?

"ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი" - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

"დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში... ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე" - გამყრელიძე