დღეს, 7 აპრილს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა - საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა პარლამენტში.
როგორ აფასებენ პრეზიდენტის მოხსენებას მმართველი გუნდი და სხვადასხვა საპარლამენტო და არა საპარლემენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
გადაცემის სტუმრები : ირაკლი სესიაშვილი, ფიქრია ჩიხლაძე, შალვა შავგულიძე, კახა კუკავა, კოტე იოსელიანი, გია ხუხაშვილი.
დღეს გადაცემა „360 გრადუსში“ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები საინტერესო სტუმრებით.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე „TV Palitranews – TV პალიტრანიუსი “
გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.