წერეთლის გამზირზე ავტომანქანის დაჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი არ მიმალულა.