ხუმ­რო­ბენ კი­დეც, "წიგ­ნის კითხ­ვამ გა­და­რია გუ­რუ­ლე­ბიო"... - პა­ტა­რა სო­ფე­ლი, სა­დაც პირ­ვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­იხ­ს­ნა

ხუმ­რო­ბენ კი­დეც, "წიგ­ნის კითხ­ვამ გა­და­რია გუ­რუ­ლე­ბიო"... - პა­ტა­რა სო­ფე­ლი, სა­დაც პირ­ვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­იხ­ს­ნა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თე­დო სა­ხო­კი­ას ჩა­ნა­წე­რებს - "მოგ­ზა­უ­რო­ბა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" გა­და­ვაწყ­დი. წიგ­ნი იწყე­ბა ფრა­ზით: "რო­ცა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი ერთ მთლი­ან გა­ხუ­რე­ბულ თო­ნეს წარ­მო­ად­გენს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი აქ სა­სუნ­თ­ქავ ჰა­ერს ამა­ოდ და­ე­ძებს, ამ დროს აქე­დან გას­ვ­ლას ნე­ტავ, რა­მე თუ სჯობს!" - ამ ფრა­ზამ ფიქ­რე­ბით გა­მი­ტა­ცა ქა­ლა­ქი­დან და ჩე­მი სოფ­ლის ბა­წა­რი­ვით დაგ­რე­ხილ ბი­ლი­კებ­ზე გა­მიყ­ვა­ნა. პა­ტა­რაა ჩე­მი სო­ფე­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მდი­და­რი თა­ვი­სი წარ­სუ­ლით.

***

პირ­ვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა

1892 წელს სო­ფელ აკეთ­ში გა­იხ­ს­ნა ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი იყო არა მარ­ტო გუ­რი­ა­ში, არა­მედ - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. 1997 წლის ბო­ლოს­თ­ვის ფონ­დი შე­ად­გენ­და 1200 წიგნს, 1348 მკითხ­ვე­ლით. აკე­თის ბიბ­ლი­ო­თე­კას სტუმ­რობ­დ­ნენ: დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძე, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი. 1900 წელს გა­იხ­ს­ნა ქოხ-სამ­კითხ­ვე­ლო­ე­ბი ლან­ჩხუთ­ში და ლან­ჩხუ­თის სოფ­ლებ­ში: სუფ­სა­ში, აცა­ნა­ში, მა­მათ­ში, ნი­გო­ით­სა და ჩოჩხათ­ში. 1976 წელს ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას ეწო­და ცენ­ტ­რა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა. ცალ­კე გა­მო­ე­ყო სა­ბავ­შ­ვო და სა­ქა­ლა­ქო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო არა მხო­ლოდ მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, არა­მედ მა­შინ­დე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბიც და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, გა­საკ­ვი­რი არ უნ­და იყოს გუ­რუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი დო­ნე. სხვა­დას­ხ­ვა ჩა­ნა­წერ­ში ხუმ­რო­ბენ კი­დეც, - "წიგ­ნის კითხ­ვამ გა­და­რია გუ­რუ­ლე­ბიო"...

წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი