როგორ ცხოვრობს დღეს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს გმირი - მრავალწლიანი ემიგრაცია და იტალიელი მეუღლე

როგორ ცხოვრობს დღეს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს გმირი - მრავალწლიანი ემიგრაცია და იტალიელი მეუღლე

წამი, რომელმაც საქართველოს ერთი მთლიანი ეპოქა დაიტია... გოგონა, რომელიც ამ ეპოქის სიმბოლოდ იქცა... ფოტო, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება... იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ, 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე საქართველოს დროშით ხელში გამოსახული ლამაზი და იდუმალი გოგონას ვინაობა, წლებია განმავლობაში, ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა.

ბევრს ის დაღუპული ეგონა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ის გოგონა ცოცხალია და ისევე როგორც უამრავი ქართველი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვე წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს. 25 წლის შემდეგ, მან ჟურნალისტთან პირველ ინტერვიუში თქვა: - "იტალიაში კი არ ვცხოვრობ, არამედ არც კი ვარსებობ". მაგრამ ამ ინტერვიუდან მოყოლებული, ჩემი რესპონდენტის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მან იტალიაში ახალი სიყვარული იპოვა და სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ქართულ-იტალიური ოჯახი შექმნა. მარი (ნანა) მახარაძე და მარკო სბრაჯი იტალიის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქ არეცოში ცხოვრობენ...

ვიდრე მარის სიყვარულის ისტორიის შესახებ ვკითხავდი, გადავწყვიტე, "გოგონა ფოტოდან" თქვენთვის უფრო ახლოს გამეცნო:

- 1970 წლის 1-ლ თებერვალს ჩაქვში დავიბადე და სკოლაც იქვე დავამთავრე. დედ-მამა ბიოლოგები იყვნენ, მეცნიერ-თანამშრომლები. დედა მარტვილიდანაა, ამიტომ ბავშვობის დიდი ნაწილი სამეგრელოში მაქვს გატარებული. სკოლაში და შემდეგ უნივერსიტეტშიც, ძალიან კარგად ვსწავლობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, გადავწყვიტე თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ მამა სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ. გამომიცხადა, რომ თეატრალურზე სწავლა წესიერი ოჯახის გოგოს საქმე არ იყო. 1987 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ვერ ავისრულე, მაინც ვახერხებდი ალტერნატიული ცხოვრებით მეცხოვრა. დავდიოდი როკ და პანკჯგუფების კონცერტებზე, მეცვა ძალიან არაორდინალურად და თითქმის არც კი ვგავდი იმ "ქართველ გოგონას", რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი  წაიკითხეთ ვრცლად

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?