კულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლეგენდარული მსახიობის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადება სამინისტროს გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა:

"10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი, რომელსაც კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისთვის მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო პრემია.

გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში.

არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უსამძიმრებს მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადეს, პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე თამარაშვილის ქ. N.17/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ. გამოსვენების დრო და ადგილი, სადაც გიგი ბერიკაშვილს დაკრძალავენ, ჯერ დაზუსტებული არ არის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი