ნენე 2 წლისაა. ის თანამედროვე მოწყობილობებთან "მეგობრობს". კარგად იცის, როგორ გამოიყენოს სმარტფონი ან პლანშეტი. იცის, როგორ დარეკოს, როგორ ჩართოს Yოუტუბე და აირჩიოს სასურველი სიმღერა თუ ანიმაცია, როგორ დახატოს ან გაგზავნოს სმაილები Viber-ში. ბავშვის ჭამის პროცესი კი ეკრანის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.
ნენეს დედა 25 წლისაა და მას უხარია, რომ ბავშვი საკმაოდ განვითარებულია და ასეთ პატარა ასაკში აპლიკაციების მართვა შეუძლია. თუმცა ამერიკის პედიატრიის აკადემიის მონაცემების თანახმად, ეს ფაქტი სასიხარულო სულაც არაა. აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად აქვეყნებს რეკომენდაციებს ბავშვისა და კომპიუტერული მოწყობილობების შესახებ, ურჩევს ყველა მშობელს, რომ მათ შვილებს 2 წლამდე ტექნიკურ მოწყობილობებთან შეხება არ ჰქონდეთ. მიჯაჭვულობა, რომელიც 21-ე საუკუნის გავრცელებული სენია, სწორედ ამ ასაკში იწყება და ადრეულ მოზარდობაში ყალიბდება. გადამწყვეტია, რომ მიჯაჭვულობა 5 წლამდე ასაკში არ ჩამოყალიბეს.
ექიმები Allnews.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ პრობლემების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მშობლებმა არ იციან, როგორ უნდა ჩამოაყალიბონ და მართონ ბავშვისა და ტექნიკის ურთიერთობა. ისინი უმეტესად თავად ხდებიან მიჯაჭვულები იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს ასაწავლონ სწორი ქცევა. ასევე, მნიშნელოვანია პედიატრის როლი, რომელიც ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ამ საკითხზე და მშობლებს სწორ მიმართულებას არ აძლევს. წაიკითხეთ გაგრძელება