გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა

გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა

მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. ექსპრემიერმა მსახიობის სახლი კომენტარის გარეშე დატოვა.

დღეს 17.00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, მსახიობები, მომღერლები, კომპოზიტორები და რიგითი მოქალაქეები.

კულტურის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, გივი ბერიკაშვილი დააკლდა არა მხოლოდ ქვეყანას და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას, არამედ ზოგადად კულტურის სფეროს.

მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხვალ, 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. გარდაცვლილს ხვალ დილით მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 12:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი