ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა

ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ნინო დარასელმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. 63 წლის რჩეულიშვილს რამდენიმე კვირის წინ სიმსივნე დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ერთი საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ნინო დარასელმა ბიძის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დილის შვიდ საათზე გაუარესდა და ის კომაში იყო. მისივე თქმით, ექიმები ოჯახს იმედს აღარ აძლევდნენ.

რამდენიმე წუთის წინ კი ნინო დარასელმა დაადასტურა, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა.

ვახტანგ რჩეულიშვილი "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი