"მალე ყველაფერი შეიცვლება ბუნებაში" - ლელა კაკულია კლიმატის ცვლილებებისა და ასტეროიდის შესახებ გავრცელებულ ჭორზე

"მალე ყველაფერი შეიცვლება ბუნებაში" - ლელა კაკულია კლიმატის ცვლილებებისა და ასტეროიდის შესახებ გავრცელებულ ჭორზე

ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" ქვეყნდება წინასწარმეტყველებები, რომლებიც კლიმატის ცვლილების თემას უკავშირდება. 

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეებში გავრცელდა ჭორი, თითქოს, დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება, რომელიც მას განადგურებით ემუქრება, მივიღეთ რამდენიმე წერილი, სადაც მკთხველები, ქალბატონი ლელასგან ითხოვენ პასუხს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რამდენიმე ამონარიდი მისი ჩანაწერებიდან, რომლებიც წლების მანძილზე ქვეყნდებოდა გაზეთებში, ჟურნალებსა თუ წიგნებში:

1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათი.

დედამიწაზე, ბუნებაში ისეთი ცვლილებები არ იქნება, როგორსაც გულისხმობენ მეცნიერები, ანუ წარღვნები. ყველაფერი მსუბუქი ფორმით გადაივლის.

2008 წლის 12 აპრილი.

საქართველოს ხალხს არ უნდა ეშინოდეს, საქართველო გადარჩება! იგი, როგორც ყოველთვის, ხელშეუხებელია. ქართული სული ყოველთვის იცოცხლებს დედამიწაზე, სანამ იგი არსებობს. დედამიწა კი ყოველთვის იარსებებს.

მეცნიერებისა რა გითხრათ, ადამიანები მუდამ იძიებდნენ და იძიებენ, მაგრამ უფლის ნებით, ცხოვრება და სიცოცხლე ყოველთვის იქნება დედამიწაზე. იცვლება კლიმატი, რასაც მერე ბუნების ცვლილებებიც მოჰყვება, მაგრამ, რაც შეეხება სიცოცხლეს, იგი დედამიწაზე არასდროს გამქრალა. მალე ყველაფერი შეიცვლება ბუნებაში, მაგრამ ვხედავ, ადამიანები გადარჩებიან. ამინ!

2009 წელი, 29 იანვარი, თბილისი.

დედამიწა რჩება ისეთი, როგორიც იყო. კატაკლიზმები აქამდეც ყოველთვის ხდებოდა, ადამიანები კი ანადგურებენ ერთმანეთს, ანადგურებენ ცივილიზაციებს და მერე ყველაფერი თავიდან იწყება – ადამ და ევადან.

რაც შეეხება საქართველოს, იგივეს ვხედავ: ჩემი ქვეყანა გადარჩება! თუ რა ძალები იცავენ საქართველოს, ეს რუკაზე აღვნიშნე და იგი გაზეთშიც გამოვაქვეყნე რამდენჯერმე. ასევე ვიწინასწარმეტყველე, როგორი ენერგიები იცავს საქართველოს დასავლეთს, ჩრდილოეთს, აღმოსავლეთსა და სამხრეთს. ეს, ჩემო ხალხო, ძალზე სერიოზული საკითხია, იმდენად სერიოზული, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ!!!

2009 წელი, 30 ნოემბერი, თბილისი.

ვიმეორებ: ქართველები ვიყავით, ვართ და ვიქნებით! ყველა დიდი კატაკლიზმი, რაც კი იბობოქრებს დედამიწაზე, ასცდება საქართველოს. დიახ, ეს არ არის ზღაპარი, ეს რეალობაა.

საქართველო ერთი დიდი ტაძარია, რომელშიც ადამიანებს ხიფათი არ ელით, რომელსაც შეგიძლიათ თავები შეაფაროთ. შადიმანები და უწმინდურები იქ ვერ მოხვდებიან! ჩემი საქართველო გადარჩება! გადარჩება ჩემი ხალხი! ამინ!!!

2010 წელი, 15 აპრილი, თბილისი.

ვხედავ დიდ ცვლილებებს. დედამიწა სუფთავდება! მიწისძვრები, წყალდიდოებები, ვუკლანების ამოფრქვევები… მოკლედ ბუნება იცვლება, მაგრამ დედამიწა არსად ქრება! ბუნებაც თანდათან ჩაწყნარდება.

მომავალში, შორეულ მომავალში, ვხედავ, წარმოიქმნება ახალი კუნძულები. ამას მოჰყვება ახალი ქალაქები და უამრავი სიახლე. დედამიწა სახეს იცვლის. ასე იყო წარსულშიც, როცა ბევრი ცივილიზაცია დაინგრა, წყალმა დაფარა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხიც გადარჩა და დედამიწამაც განაგრძო არსებობა.

ვხედავ, ბუნება ცვლის დედამიწაზე ბევრ რამეს, რასაც არც ადამიანები ჩამორჩებიან. არის ომები, იყენებენ ყველა სახის იარაღს, რომელსაც სიკვდილი მოაქვს კაცობრიობისთვის. ეს ბედისწერაა? ასეთია ნება კოსმოსიდან!

რაც შეეხება ჩემს საყვარელ საქართველოს და ჩემს საყვარელ ხალხს, ვხედავ, ყველა ხიფათი, ეს ბუნებრივი მოვლენაა თუ ომებისგან გამოწვეული, საქართველოს ასცდება. არ მოხდება საქართველოს მიწის პირიდან აღგვა, ყველაფერს მსუბუქად გადავიტანთ!

სხვათა შორის, სამხედრო სწავლებები ერთი პერიოდი შეწყდება. ეს ძალიან აზიანებს დედამიწას. ყველაზე უარესი კი მომწამლავი ნივთიერებებია, რომელსაც სამხედროები იყენებენ. ეს კატასტროფაა! მაგრამ ვხედავ, მოდის დრო, როცა ადამიანები შეწყვეტენ ომებს და დამშვიდდება დედამიწა; დროებით, მართალია, მაგრამ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. წინასწარმეტყველებები სრულდება! ამინ!

2010 წელი, 18 აპრილი, თბილისი.

ვხედავ, მომავალშიც ბობოქრობს ბუნება. ეს ყოველთვის იყო და იქნება. მაგრამ ჩემი საყვარელი საქართველოსთვის ეს კატაკლიზმები არ იქნება დამანგრეველი. ჩვენივე ბუნება გვიცავს სერიოზული ნგრევისგან! საქართველო ერთ-ერთი უხიფათო ზონაა. ვხედავ, არის მიწისძვრები, წყალდიდობები, მაგრამ არა დამანგრეველი მასშტაბებისა!

ვხედავ, სადაც ძლიერი ვულკანია ამოფრქვეული, რაღაც მომწამლავი ნივთიერებაც გამოიყოფა და ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ. იგი სერიოზულ ვირუსს გამოიწვევს. ამაზე ბევრი ქვეყანა აყვირდება - ფრთხილად! - თუმცა ვირუსს მეცნიერება მაინც გაუმკლავდება, ვხედავ!!!

2010 წელი, 25 ივლისი.

ნუ შეშინდები, ადამიანო. ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის და დედამიწის გაქრობა დაუშვებელია. პირიქით, მას უზარმაზარი კოსმიური ენერგიები იცავს და მალე მთელ დედამიწას სიმშვიდე მოიცავს. დიახ, სიმშვიდე და კოსმოსი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. მსოფლიოს ახალი პოლიტიკოსები მოევლინებიან, ახალი პრეზიდენტები, ახალი პრემიერები. ეს ცვლა შესამჩნევია იმიტომ, რომ ისინი ერთდოულად იცვლებიან და ერთდროულად მოდიან პოლიტიკაში. ძალიან საინტერესოა, რასაც ვხედავ. მაგრამ პირველობას მსოფლიოში მაინც ამერიკა იტოვებს.

2010 წელი, 7 აგვისტო, ურეკი.

ბუნება ბობოქრობს, მსოფლიო პოლიტიკაც ბობოქრობს. მოკლედ, დიდი ცვლილებები იქნება პლანეტაზე! მაგრამ დედამიწა გადარჩება, გადარჩებიან ადამიანები, მხოლოდ რცეულნი, ხოლო დარჩენილ ნაგავს დედამიწა მხრებიდან ჩამოიბერტყავს. დადებითი კოსმიური ენერგიები კი ნელ-ნელა გაიშლება დედამიწაზე და ცხვრება, სიცოცხლე გაგრძელდება. ასევე ბუნებაც მშვიდდება, მისი დიდი ცვლილებები დადებითია დედამიწისთვის, ადამიანებითვი განსაკუთრებით. ეს ყველაფერი კი, ვიმეორებ, სიცოცხლის, ახალი სიცოცხლის დასაწყისია. ამინ!

მინდა აღვნიშნო, რომ დედამიწა, ბუნება ყოველთვი განიცდის ცვლილებებს საუკუნეების განმავლობაში. გავა რამდენიმე საუკუნე და ბუნება ისევ აბობოქრდება, ისევ ცეცხლი, წყალდიდობები, ვულკანები და ა.შ. ვხედავ, ეს აუცილებელიც არის, რათა დედამიწამ იარსებოს. ეს, რასაც ადამიანები წარღვნას ეძახით - პირიქით, ეს არის დედამიწის, ასე ვთქვათ, გასუფთავება და ახალი სიცოცხლის დასაწყისი.

2011 წელი, 27 იანვარი, თბილისი, ნინოობა.

მომავალში ვხედავ უცხო კუნძულებს, რომლებიც ბუნების ცვლილების შედეგად წარმოიქმნება ოკეანეში. ამ აღმოჩენებზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. დედამიწა გადარჩება! იგი არც არასდროს გამქრალა ორბიტიდან! დედამიწაც ცოცხალი ორგანიზმია, ასე ვთქვათ, და ხანდახან დაგროვილ ნაგავს იბერტყავს ხოლმე. მერე კი ადამიანი კვლავ განაგრძობს ცხოვრებას. იგი არასდროს ტოვებს დედამიწას. დედამიწა ერთ-ერთი მშვენიერი პლანეტაა კოსმოსში.

2011 წელი, 25 მაისი, თბილისი.

ვიმეორებ, რომ ბუნება ისევ ბობოქრობს მთელ მსოფლიოში. ვხედავ, ისევ ერთდროულად ამოხეთქავს ის მიძინებული ვულკანები, რომლებსაც ჯერ არ ამოუხეთქავთ. მიწისძვრებიც ერთდროულად ხდება და ცეცხლი ეკიდება ყველაფერს.

იაპონიაში დიდი ვულკანი ამოიფრქვევა. იგი თითქოს სამუდამოდ იყო მიძინებული, მაგრამ არა, ბატონებო. თუმცა, დღეს ვინც ფიქრობს, რომ ეს არის აპოკალიფსი, ცდება, ეს ასე არ არის. ვიმეორებ ასჯერ დანახულს და ისევ ვწინასწარმეტყველებ, რომ დედამიწას არაფერი არ მოუვა! უბრალოდ, რაც ადამიანებმა დათესეს ბუნებაში, იმას იმკიან. მთელი მსოფლიოს ქვეყნები იწვნევენ ბუნების ამ დარტყმას. ასე იყო მილიონი წლების უკან, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც. ეს არის მყარი სიმართლე და მორჩა!!!

როგორც აღვნიშნე, საქართველო ძალიან მსუბუქად გამოძვრება ამ მოვლენებიდან. ამას ხშირად იმიტომ ვიმეორებ და ვწერ, რომ არ მინდა ჩემი ქართველები შიშმა შეიპყროს. ისედაც რთულ პერიოდებს გავდივართ და ახლა ბუნების რისხვას საქართველო ნამდვილად ვერ აიტანდა!

ჩემი ქვეყანა და ხალხი ძლიერდება და ამ ძნელბედობის ჟამს ნათლად ჩანს, რომ კოსმოსი გვიცავს და გვიფარავს! ამას ვერავინ უარყოფს!!! ვინაიდან ყველაფერი ხილული ხდება ადამიანებისთვის".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი