გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს

გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს

საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დაკრძალვას მსახიობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად კოლეგები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ.

დაკრძალვამდე სასულიერო პირმა პანაშვიდი გადაიხადა.

გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

მსახიობის ოჯახს სამძიმარი საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გარდა, ასეულობით რიგითმა მოქალაქემ გამოუცხადა.

გივი ბერიკაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

მსახიობი რამდენიმე დღის წინ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი