ავარია გურიასთან: დაღუპულია ორი, დაშავდა 4 ადამიანი

ავარია გურიასთან: დაღუპულია ორი, დაშავდა 4 ადამიანი

გურიასთან ახლოს, ახალ ავტობანზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არაოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია