ახალი საწვავი: ბუნებრივ აირს კონკურენტი გამოუჩნდა

ახალი საწვავი: ბუნებრივ აირს კონკურენტი გამოუჩნდა

ავტობაზარზე ბუნებრივ აირს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.

გათხევადებული საწვავის მიმართ ინტერესი გაცილებით დიდია, ვიდრე 3-4 წლის წინ იყო. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თბილისის მასშტაბით, გათხევადებულ აირზე თვეში, საშუალოდ, 60 მანქანა "გადადის". ტენდენცია მზარდია და არ არის გამორიცხული, ძალიან მალე ეს მაჩვენებელი გაორმაგდეს.

გასათვალისწინებელია რომ გათხევადებული გაზი (დზპ) არის ერთადერთი ნავთობპროდუქტი, რომელსაც აქციზის გადასახადის ზრდა არ შეხებია. 1 ტონაზე გადასახადი 120 ლარი იყო და ამდენივე დარჩა, ბუნებრივ აირზე კი აქციზის გადასახადი 150%-ით გაიზარდა და ახლა 1 ტონაზე გადასახადი 200 ლარია.

ქართველი სპეციალისტების ინფორმაციით, ამ მხრივ უცხოურ ქვეყნებს დიდი გამოცდილება აქვთ. შედარებისთვის, უკრაინაში ავტომანქანების დაახლოებით 43% გათხევადებულ გაზზე მოძრაობს, თურქეთში ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევს.

ახალი საავტომობილო საწვავი ადგილობრივ ბაზარზე, ეს-ესაა ფეხს იდგამს და განვითარებას იწყებს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ბუნებრივ აირთან შედარებით დზპ-ს, გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, უპირატესობა აქვს ფასშიც. 1 კგ გათხევადეული გაზი 1,20 ლარის ფარგლებში იყიდება. ბუნებრივ აირი კი 1,45 ლარი ღირს.

ფასის გარდა, მნიშვნელოვანია შემადგენლობა და ტექნიკური მახასიათებლები, რაც გათხევადებული გაზის უპირატესობას წარმოაჩენს.

კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი, ინჟინერი ნოდარ რამიშვილი განმარტავს, რომ გათხევადებული გაზის გამოყენება ევროპამ წინა საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და დღესაც აქტიურად მოიხმარს. არის ქვეყნები, სადაც ამ კატეგორიის საწვავზე მანქანები ქარხნულად არის დამზადებული და მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი