პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი - ლაშა ჟვანია ფონდის საქმიანობაზე, კომპანიის უახლეს პროექტზე, პატრიარქის ამაგზე, ისრაელში ყოფნის პერიოდსა და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება:
- ფონდი სხვადასხვა, ევროპის წამყვან ქვეყნებში აპრობირებულ პროექტებს ახორციელებს ახალგაზრდებისათვის და ისინი, თავის მხრივ, აქტიურად არიან ჩართულნი ამ ყველაფერში. აქ 2010 წელს მოვედი. წინა ხელმძღვანელი - ირაკლი ქადაგიშვილი მაშინ პოლიტიკაში წავიდა და როგორც უწმინდესმა იხუმრა - ირაკლი გადავარდა პოლიტიკაში და ლაშა გადმოვარდაო (იცინის), ამიტომ ლაშა დავნიშნოთო. ასეც მოხდა, ირაკლი ჩავანაცვლე. მაშინ აღვნიშნე კიდეც, რომ ცხოვრებაში ბევრი საპასუხისმგებლო თანამდებობა მქონია, მაგრამ ორივე ერთად - საპატიოც და საპასუხისმგებლოც, სწორედ ფონდია. აქ უწმინდესისგან მიკერძოებულ სიყვარულსაც ვგრძნობ (იცინის) და ალბათ ეს იყო დანიშვნის მთავარი მიზეზიც, თორემ მხოლოდ ჩვევებსა და მართვის უნარებზე არ გაუმახვილებია ყურადღება. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ვგრძნობდი მისი კალთის მფარველობას.
- როდის გაიცანით პატრიარქი?
- 1981 წლის იანვარი იყო, ძველით ახალი წლის დღეები, ბებია გარდაიცვალა და მოსანათლად სიონში წამიყვანეს. ზამთარში ხომ ადრე ღამდება და როცა გამოვედით, გარეთ უკვე ბნელოდა, ეზოში ნათურის შუქზე, ჩემმა ნათლიამ პატრიარქი დაინახა და მასთან მიმიყვანა. მახსოვს, "კარაკულით" გაწყობილი პალტო ეცვა, თბილად ჩამიკრა დიდხანს, მაკოცა და დამლოცა. ეს იყო მასთან პირველი შეხვედრა. მერე უკვე, 1987 წელს შევხვდი მის უწმინდესობას. ბავშვობისას, პიონერთა სასახლეში გრიგოლ ჩიგოგიძესთან დავდიოდი. "პიონერფილმში" გერმანელი კინოხელოვანები იყვნენ ჩამოსულები და ისინი უწმინდესს შეახვედრეს. ძალიან თბილად მიგვიღო, ფოტოც გვაქვს გადაღებული, ისე მოხდა, რომ მე ბოლო გამოვდიოდი, შემოვტრიალდი და დავინახე, როგორ გვსახავდა ჯვარს, კიდევ დამატებით გვლოცავდა. არ ვიცი, რა შესთხოვა უფალს, მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და ტაძარში საკმაოდ ინტენსიურად დავიწყე სიარული. საერო კაცი ვარ, მაგრამ მას მერე, არც არასოდეს მოვშორებივარ უწმინდესის კალთას.
- როგორ დაახასიათებთ უწმინდესს?
- მისი თითოეული ქმედება სახარების ცოცხალი ქადაგებაა. ხშირად, სხვადასხვა ვითარებაში ისე იქცევა, როგორც სახარებაშია. იქ ბევრი განსაკუთრებული დეტალია, მათ შორის, ძველ აღთქმაში, რომელიც ასევე სავალდებულოა ქრისტიანებისთვის; მაცხოვრის, მოციქულების თითოეული სიტყვა, იგივე მცნებები და ცხოვრების წესია. უწმინდესისთვის ყველა ადამიანი მისაღებია, ყველა უყვარს და ყველას თბილად ეპყრობა, განურჩევლად წარმომავლობისა, რელიგიისა, შინაგანი მრწამსისა, დამნაშავისა, არადამნაშავისა... და ჩემთვის, სწორედ ეს განასხვავებს მას სხვა ადამიანებისგან. მას ყველას სიხარული უხარია და ყველას მწუხარება სწყინს. დიდი ბავშვია, მაგრამ ამავდროულად, საოცრად პრინციპული, ზოგჯერ ჯიუტიც (იცინის). ეს მაშინ, როდესაც საქმე მის ჯანმრთელობას, მკურნალობას, ექიმთან წასვლას ეხება. თუნდაც ათი წლის წინაც კი, მეც გამიბედავს და მითქვამს მისთვის, რომ თქვენ მხოლოდ თქვენს თავს არ ეკუთვნით, უნდა გაგვიფრთხილდეთ და ეს ჩვენთვის უნდა გააკეთოთ-მეთქი. როცა ასეთი ფრაზა ესმის, ყველაზე მეტად ეს მოქმედებს. ამ დროს კიდევ უფრო აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის, ეკლესიის წინაშე აკისრია და ეს არც არასოდეს დავიწყებია. როდესაც პატრიარქად აღსაყდრების დღე იყო, ასეთი ფრაზა თქვა სვეტიცხოველში, - "მე შეგრძნებული მაქვს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ამ წმინდა თაღებს ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა". უწმინდესი საოცრად თავმდაბალია და ეს კიდევ უფრო მეტ ქარიზმას აძლევს მას.
- განიცდის ხოლმე, როდესაც გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლები სასულიერო პირებს აუგად მოიხსენიებენ ან მათ შორის გარკვეული უთანხმოებაა?
- არა მხოლოდ ამას, ბევრ რამეს განიცდის და მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობაც ალბათ აქედან გამომდინარეა ასე შერყეული, თორემ მისი ასაკის ადამიანები, რომლებსაც კარგი სამედიცინო ყურადღება აქვთ, ასე ნამდვილად არ არიან. განიცდის, რა თქმა უნდა.
- წლების წინ, ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, ფონდში მუშაობის გარდა, რას საქმიანობდით?
- მთავრობიდან საშიშად წამოვედი, მძაფრი განცხადებებით და ეს არ იყო ადვილი. მაშინვე დავაფუძნე საკონსულტაციო-საინვესტიციო კომპანია, რომლის არც ერთი პროექტი, საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციები, ბუნებრივია, არ მიიღეს. ჩემი ხაზით შემოყვანილ ადამიანებს დაბრკოლებები ექმნებოდათ. კომპანია გაჩერდა, თუმცა, უკვე ოთხი წელია, რაც კვლ ლები.
- რა პროექტებზეა საუბარი? ... განაგრძეთ კითხვა