"ქვეყანა თანდათან ხორცის იმპორტზე დამოკიდებული ხდება"

"ქვეყანა თანდათან ხორცის იმპორტზე დამოკიდებული ხდება"

ხორცის ადგილობრივი წარმოება ბოლო წლებში ძალიან შემცირდა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს: 2015 წელს საქართველოში მცხოვრებმა ფერმერებმა 62.1 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს, ხოლო 2016 წელს - 52.5 ათასი ტონა. ქვეყანაში შემცირებულია რძის წარმოებაც: 2015 წელს ფერმერებმა 676.5 მლნ ლიტრი რძე მიიღეს, ხოლო 2016 წელს - 506.1 მლნ ლიტრი. სამაგიეროდ, რამდენჯერმე გაიზარდა იმპორტი. იმპორტის ზრდაზე შემდეგი ციფრებიც მეტყველებს: 2010-2015 წლებში საქართველოში ღორის ხორცის იმპორტმა 184%-ით მოიმატა, ხოლო ფრინველის ხორცის იმპორტი 100% -ით გაიზარდა. ამ მხრივ ლიდერი ქვეყნების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: არაბეთის გაერთანებული საემიროები, ბრაზილია, უკრაინა, არგენტინა, აშშ, ბელგია, ინდოეთი. ფერმერებისა და მეწარმეების თქმით, ქართული პროდუქცია უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს. "მათთან კონკურენციაში ყოველთვის დავმარცხდებით, რადგან თვითღირებულება მეტი გვიჯდება, შესაბამისად, ქვეყანა თანდათან ხორცის იმპორტზე დამოკიდებული ხდება", - აცხადებენ ისინი.

გიორგი ნაფეტვარიძე უკვე 12 წელია ხორცის ბიზნესშია ჩართული. მისი თქმით, ადრე ხორცისა და ხორცპროდუქტების ბაზარზე უკეთესი სიტუაცია იყო - პროდუქციაც იაფი ღირდა და მყიდველიც უფრო მეტი ჰყავდათ.

"მყიდველს ყოველთვის დაბალი ფასი იზიდავს. ადრე ჩვენი პროდუქცია უფრო იაფი ღირდა და ბაზარზე ქართული ხორცის წილიც უფრო მაღალი იყო. თუნდაც ღორის ხორცის მაგალითზე ვიმსჯელოთ: 10-12 წლის წინ ქვეყანა ღორის ხორცზე თავის მოთხოვნას, თითქმის, სრულად აკმაყოფილებდა. შემდეგ კი, ადგილობრივი პროდუქციის მიერ გამოთავისუფლებული ადგილი იმპორტმა დაიკავა. ადრე უცხოეთიდან შედარებით მცირე რაოდენობის გაყინული ხორცი შემოდიოდა, ახლა კი, მარტო ხორცის კი არა, უკვე ცოცხალი პირუტყვის იმპორტი დაიწყეს უცხო ქვეყნებიდან", - აღნიშნავს გიორგი ნაფეტვარიძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი