სააღდგომო დღეებში რეგიონებში მომხდარი ავარიების გამო სასწრაფოში 60 გამოძახება დაფიქსირდა

სააღდგომო დღეებში რეგიონებში მომხდარი ავარიების გამო სასწრაფოში 60 გამოძახება დაფიქსირდა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, 14-16 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის 60 გამოძახება დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ქალაქ თბილისის და ბათუმის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და მოსახლეობას გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას 206 ეკიპაჟის მეშვეობით, ოპერატიულად აწვდის.

"14-16 აპრილს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სულ 6290 გამოძახება დაფიქსირდა. 14 აპრილს გამოძახებათა რაოდენობამ 1837 შეადგინა, 15 აპრილს - 1942, ხოლო 16 აპრილს - 2511. პაციენტთა ნაწილს სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწია, 1707 შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

მწვავე ვირუსული ინფექციების მოტივით სასწრაფო დახმარების ცენტრში 530 გამოძახება დაფიქსირდა; ავტოსაგზაო შემთხვევის - 60, ხოლო ზოგადი ინტოქსიკაციის - 35 ფაქტი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი