საპატრიარქოს იურისტი - პატრიარქის დაცვის სამი წევრი სამსახურიდან სტრუქტურული ცვლილებების გამო გაათავისუფლეს

საპატრიარქოს იურისტი - პატრიარქის დაცვის სამი წევრი სამსახურიდან სტრუქტურული ცვლილებების გამო გაათავისუფლეს

პატრიარქის დაცვის სამი წევრი სამსახურიდან სტრუქტურული ცვლილებების გამო გათავისუფლდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.

როგორც ქარჩავამ აღნიშნა, დაცვის წევრების გათავისუფლებაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ისინი სამსახურიდან სტრუქტურული ცვლილებების გამო გათავისუფლდნენ.

”როგორც ვიცი, პატრიარქის დაცვის სამი წევრი სტრუქტურული ცვლილებების გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. დეტალები არ ვიცი და ამაზე პასუხი შეუძლია გაგცეთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

პატრიარქის პირადი დაცვა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა. 2017 წლის 1-ელ აპრილამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექვემდებარებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი