როგორ მზადდება ნამდვილი თუშური გუდის ყველი და რომელი ღვინო შეეხამება მას

როგორ მზადდება ნამდვილი თუშური გუდის ყველი და რომელი ღვინო შეეხამება მას

გუდის ყველი ცხვრის რძისგან დამზადებული ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ყველია, რომელიც პირველად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კონკრეტულად კი თუშეთში დამზადდა. ამ ყველის დამზადების ტექნოლოგია განსხვავებულია და, რაც მთავარია, საუკეთესო გუდის ყველი მზადდება მხოლოდ ალპურ საძოვრებზე მიღებული ცხვრის რძით. შესაძლებელია გუდის ყველის მომზადება ბარშიც, მაგრამ მას ის საგემოვნებო თვისებები არ ექნება, როგორც მთაში დამზადებულს.

გარკვეული ტექნოლოგიური პროცესების გავლის შემდეგ, ამოყვანილ ყველს ეძლევა ფორმა, გაივლის დამარილების პროცესებს, იდება ახალგაზრდა ცხვრის წინასწარ გაპარსული ტყავისაგან მომზადებულ გუდაში (გუდას მატყლის მხარე შიგნით აქვს), რომელსაც მოუკრავენ პირს, დებენ ხის წვრილ ტოტებზე, რათა ჰქონდეს აერაცია და არ დალპეს. გუდას პერიოდულად ატრიალებენ, რათა ყველმა თანაბრად მიიღოს მარილი და მრგვალი ფორმა. მეორე დღეს უმატებენ წათხს და პერიოდულად კვლავ ატრიალებენ. გუდაში ყველის შენახვა შესაძლებელია დიდი ხნით. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი