"ამ ფაქტით ექიმები შოკში არიან" - ზურა ვადაჭკორიას ერთთვიანი კომის შემდეგ ცნობიერება სრულად დაუბრუნდა

"ამ ფაქტით ექიმები შოკში არიან" - ზურა ვადაჭკორიას ერთთვიანი კომის შემდეგ ცნობიერება სრულად დაუბრუნდა

ცნობილია, რომ 28 თებერვალს ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ის კომაში იმყოფებოდა. ექიმების პროგნოზით გადარჩენის შანსი მხოლოდ 1% იყო. ერთი თვის თავზე, პაციენტი კომიდან გამოვიდა. დღეს კი მისი ოჯახის წევრები გვატყობინებენ, რომ ცნობიერება მთლიანად დაუბრუნდა, ლაპარაკი დაიწყო.

მიმი ვადაჭკორია, ილუზიონისტის შვილი:

- ამ ფაქტით ექიმები შოკში არიან და ძალიან უკვირთ, ასეთ პროგრესს არ ელოდნენ. მალე წავიდა აღდგენის პროცესი. როგორც წესი, დიდი დრო უნდა ხოლმე. თუმცა თავიდან მამაჩემზე დროსაც ვერ გვეუბნებოდნენ, ძირითადად ამბობდნენ, რომ ვერ გადარჩება. თუ გადარჩა, შშმ პირი იქნება, მუდმივად აპარატზე შეერთებულიო.

დღეს აღნიშნავენ, რომ სასწაული მოხდა... ვიცოდით, ნიჭიერი და ჭკვიანი რომ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ საოცარი ტვინი ჰქონია. არადა, სასიცოცხლო ნაწილი მთლიანად დაზიანებული იყო, უჯრედები გაშავებული. ამბობენ, რომ იშვიათ შემთხვევასთან აქვთ საქმე.

მამა ამჟამად "ინგოროყვას კლინიკიდან" "მოვლის ცენტრში" გადავიყვანეთ, სადაც ყველანაირი სარეაბილიტაციო პროცედურა უტარდება.

- მისი ფეხზე წამოდგომა ჯერ არ შეიძლება?

- არა, ინტენსიურად ავარჯიშებენ, მასაჟები უტარდება. თუ ყველაფერი კარგად იქნა, ალბათ "ნიუ ჰოსპიტალში," სარეაბილიტაციო ცენტრში გადავიყვანთ. იქიდან კი, უკვე სომხეთში, ისევ სარეაბილიტაციოდ. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება.

მამას მდგომარეობით ინტერესდებიან მისი კოლეგები ამერიკიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, გვირეკავენ, ინტერნეტით მე და ჩემს ძმას გვწერენ.

ოჯახის სახელით მადლობა "მაგთის," გია ჯოხთაბერიძეს, მხარში დაგვიდგა მერია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, გამგებელი ზურა ჩიკვილაძე.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი