"პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი ვარ! ასე დამიმახინჯდა თავი" - რა დაემართა ნიკა ქავთარაძეს თმის გადანერგვის შემდეგ

"პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი ვარ! ასე დამიმახინჯდა თავი" - რა დაემართა ნიკა ქავთარაძეს თმის გადანერგვის შემდეგ

ახალი პოლიტიკური ცენტრის, "გირჩის" წევრ ნიკა ქავთარაძის ინფორმაციით, ის პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია. ფაქტის ამსახველ ფოტოებს ის "ფეისბუქზე" აქვეყნებს. როგორც ქავთარაძე წერს, საუბარია თმის გადანერგვის ოპერაციების შემდეგ მიღებულ მძიმე შედეგზე.

"ამ ფოტოებზე ჩანს ჩემი "თმის გადანერგვის" ოპერაციების(3) შედეგი .

თუ არ ვიჭრი/ვიპარსავ მაქსიმუმ იმდენი თმა მაქვს, რასაც მარცხენა ორ ფოტოზე ხედავთ.

და რაც მთავარია, ამ ოპერაციის გამო ასე დამიმახინჯდა თავი - რამხელა დაღი მაქვს...

დიდი ბოდიში, არც თუ ისე კარგი სანახაობისთვის.

მე ვარ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი!

ფრთხილად იყავით!

მე და ჩემი იურისტი მეგობრები ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ამბავი ასე არ დავტოვოთ!" - წერს ნიკა ქავთარაძე.