KVARTALI-სა და Coraltravel-ის ერთობლივი ინიციატივით, 21 აპრილს, იპოდრომზე გათამაშდება 2 კაციანი საგზური ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.
საგზურის მოგების შანსი ექნება ყველას, ვინც შეიძენს KVARTALI-ს მიერ ორგანიზებული ტექნო მუსიკის ივენთის ბილეთს.
რაც შეეხება თავად ღონისძიებას, რომელიც 21 აპრილს, თბილისის იპოდრომზე გაიმართება, მის შესახებ უკვე მთელმა თბილისმა იცის, რადგან ამ დღეს,KVARTALI-ს ორგანიზებით, თბილისში დაუკრავენ ტექნო მუსიკის ისეთი ვარსკვლავები როგორიცაა: ესპანელი არტისტი პაკო ოსუნა, ქარიზმატული ირალნდიელი მატადორი და ნოვაციების სიყვარულით განთქმული, ფრანგი როდრიგეს ჯუნიორი.
უცხოელი არტისტების გამოსვლამდე ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს dj გიო შენგელია.
ივენთზე დასასწრები ონლაინ ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ eventer.ge-ზე,რაც შეეხება ფიზიკურ ბილეთებს ისინი ხელმისავდომია აბაშიძის N80-ში მდებარე ბარ wake up-ში.
ბილეთების გაყიდვა მოხდება კარზეც.
აქვე გიამბობთ კომპანია Coraltravel-ის შესახებაც, რადგან ის გათამაშების გამარჯვებულის კომფორტულ, უსაფრთხო და სასიამოვნო დასვენებას უზრუნველყოფს.
Coraltravel გახლავთ ოტი ჰოლდინგის წევრი კომპანია. ეს არის ტუროპერატორი 25 წლიანი გამოცდილებით. 28 ქვეყანაში ქმნის საკუთარ პროდუქტს და 5 ქვეყნიდან ახორციელებს ოპერირებას (გერმანია, პოლონეთი, საქართველო, ბელორუსი, რუსეთი და უკრაინა).
აქვს ხარისხის განმსაზღვრელი აისო სერთიფიკატი. უკვე მეოთხე წელია საქართველოში მოაღვაწეობს და ჩვენი ქვეყნიდან სეზონის მიხედვით აქვს შემდეგი მიმართულებები: თურქეთი, საბერძნეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შრი ლანკა, ინდოეთი და იორდანია.
როგორც Coraltravel-ის წარმომადგენლები განმარტავენ, მათი KVARTALI-სთან თანამშრომლობის მიზანი ახალგაზრდა და ენერგიული აუდიტორიისთვის თავის გაცნობაა.
R