გურამ რჩეულიშვილი - არ ვთვლით, რომ შესაწყალებლები ვართ - არც დედაჩემი და არც დეიდაჩემი

გურამ რჩეულიშვილი - არ ვთვლით, რომ შესაწყალებლები ვართ - არც დედაჩემი და არც დეიდაჩემი

მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ჯერჯერობით არ მიმართავენ, - ამის შესახებ მაია რჩეულიშვილის შვილმა გურამ რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტის" საქმის ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, იმისთვის რომ შეწყალება მოითხოვო, თავს დამნაშავედ უნდა თვლიდე. როგორც გურამ რჩეულიშვილი აცხადებს, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობენ.

"შეწყალებაზე მიმართვისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან მაინც ვფიქრობთ, რომ პრობლემა გლობალურად არის მოსაგვარებელი და არა კონკრეტულად ერთ ეპიზოდზე მიმართვა შეწყალებისთვის. შესაწყალებლებიც არ ვთვლით, რომ ვართ - არც დედაჩემი და არც დეიდაჩემი. მიგვაჩნია, რომ იგივენაირი დაზარალებულები ჩვენც ვიყავით, როგორც კლიენტები. ჩვენ დაგვაზარალა რაღაც მოვლენებმა, რომელიც უფრო გლობალური იყო. თავს დამნაშავედ უნდა თვლიდე შეწყალებაზე რომ მიმართო პრეზიდენტს და ჩვენ ამ პოზიციაში არ ვართ", - განაცხადა გურმა რჩეულიშვილმა.

მისივე თქმით, უმთავრესი პრიორიტეტი მისი ოჯახის გარშემო შექმნილი პრობლემების მოგვარება და დაზარალებულთა დაკმაყოფილებაა, ხოლო შეწყალებაზე ფიქრი, მეორეხარისხოვანია.

"სამსახურებრივ ჩათში" მეგის თანამშრომლები წერენ, რომ მას აცრამდე ანალიზები წესრიგში არ ჰქონდა..." - რა ახალი დეტალები იკვეთება ექთნის საქმეში?

"20 კაცი უკვე არის, 3980 უნდა მოვძებნო, ვინც 10 ლარს გადაიხდის" - როგორ აპირებს ბესიკ ბოგველი მელიას გირაოსთვის თანხის შეგროვებას?

"მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ" - რას ამბობს ბესიკ ბოგველი, რომელიც მზად არის ნიკა მელიას გირაო გადაიხადოს