ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის პირველი მოქალაქე დაჯარიმდა

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის პირველი მოქალაქე დაჯარიმდა

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ერთი მოქალაქე უკვე დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილის დავით დოლიძის განცხადებით, დღის განმავლობაში 1 საჯარიმო ოქმი უკვე დაიწერა და 80 ლარიანი ჯარიმით იორდანიის მოქალაქე დაჯარიმდა.

აღნიშნული ფულადი სანქცია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაზეა გათვალისწინებული.

ცნობისთვის, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეების დაჯარიმება დღეს დაიწყეს.

ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით;

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით შენობა-ნაგებობიდან გარემოს დანაგვიანება - 100 ლარით ისჯება;

2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარი;

განაგრძეთ კითხვა + ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი