უბნები თბილისში, სდაც 21 აპრილს ელექტროენერგია გაითიშება

 უბნები თბილისში, სდაც 21 აპრილს ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის ნაწილს, 21 აპრილს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს.

ანალოგიური მიზეზით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში: ვარკეთილი-3 IIIა და III მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს, კერძოდ: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში აბაკელიას ქუჩის მცხოვრებლებს.

ხოლო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ლერმონტოვის, ქიქოძის, მაჩაბელის, პაოლო იაშვილის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

შეზღუდვა გავრცელდება ვაკის რაიონში, "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ანალოგიური მიზეზით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონში: რუსთავის გზატკეცილის, სოფელ ფონიჭალის, სადგურის და მარნეულის ქუჩების მცხოვრებლებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი