სასულიერო პირად კურთხევა ჯარში გაწვევის ნაცვლად - რას საქმიანობს "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია

სასულიერო პირად კურთხევა ჯარში გაწვევის ნაცვლად - რას საქმიანობს "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია

2017 წლის 3 მარტს საჯარო რეესტრში ახალი რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" სახელით დარეგისტრირდა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესიის ხელმძღვანელად პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე დასახელდა. მთავარ ღირებულებად თავისუფლება განისაზღვრა. თავისუფლების შეზღუდვის ძირითად მაგალითად კი სავალდებულო სამხედრო სამსახური იქცა.

რელიგიური ორგანიზაციის შექმნისა და წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ფაქტი, გირჩის ერთ-ერთმა წევრმა და რელიგიური ორგანიზაციის ეპისკოპოსმა, ლევან ჯგერენაიამ Allnews.ge-სთან საუბარში დაადასტურა.

"ჩვენ ამ რელიგიური ორგანიზაციის წევრები და დამფუძნებლები მივიჩნევთ, რომ თავისუფლება არის ადამიანის მთავარი ღირებულება. ადამიანს საკუთარი სხეული თავად ეკუთვნის, სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული ჯარის ამბავიც.

მივიჩნევთ, რომ ადამიანები ჯარში იძულებით მიჰყავთ, რაც მათი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებაა. ჩვენ ამ რელიგიურ ორგანიზაციასა და წვევამდელების ნაწილის სასულიერო პირებად კურთხევაში ვნახეთ გამოსავალი", - განაცხადა ლევან ჯგერენაიამ წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი