ავტორი:

რომელ პროდუქტში რამდენი კალორიაა - ეს სია ყოველდღიურად გამოგადგებათ

რომელ პროდუქტში რამდენი კალორიაა - ეს სია ყოველდღიურად გამოგადგებათ

რაციონალური კვებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაადგინოთ, რამდენი კალორია გჭირდებათ. ჭარბწონიანთა უმრავლესობისთვის ეს 2-დან 4 ათასამდე კილოკალორიაა, წონის დეფიციტის მქონეთათვის კი 10-15 ათასი კილოკალორია. ოპტიმალური რაოდენობის დასადგენად აუცილებელია გაითვალისწინოთ ძირითადი ცვლის რაოდენობა (რომელიც მოზრდილი ადამიანისთვის საშუალოდ 1500-2000 კილოკალორიას შეადგენს) და შრომის პროცესში დახარჯული ენერგიის რაოდენობა.

მსუბუქი ფიზიკური დატვირთვით მომუშავეებისთვის ეს არის (ლაბორანტები, მოლარეები, პროგრამისტები, ექიმები, მასწავლებლები) - 1000 კილოკალორია, ზომიერად მძიმე სამუშაოთი დაკავებულთათვის (მძღოლები, დაზგებსა და დანადგარებთან მომუშავეები) - 1500, მძიმე ფიზიკური დატვირთვით მომუშავეთათვის (სპორტსმენები, მეშახტეები, მძიმე მრეწველობის თანამშრომლები) კი 2000-2500 კილოკალორია.

გთავაზობთ პროდუქტთა ენერგეტიკული ღირებულების ცხრილს, რათა თავად განსაზღვროთ თქვენი წონისთვის დღე-ღამეში მისაღებ კალორიათა ოპტიმალური რაოდენობა. ცხრილში მოყვანილია კილოკალორიების ოდენობა 100 გრამ პროდუქტში.

რძის ნაწარმი

  • თხის რძე - 68
  • ძროხის რძე 3,5%-იანი - 64
  • ძროხის რძე 0,5%-იანი - 39
  • რძე უცხიმო - 33
  • რძე ცხვრის - 107
  • რძის ფხვნილი - 479
  • შესქელებული რძე უშაქრო - 131
  • შესქელებული რძე შაქრით 8,5%-იანი - 315
  • შესქელებული რძე მოხარშული - 84
  • ნაყინი პლომბირი - 223
  • ნაყინი ნაღების - 187
  • ნაღები 10%-იანი - 118
  • ნადუღი - 220
  • იოგურტი 1,5%-იანი - 51
  • კეფირი 1%-იანი - 38
  • მაწონი - 85
  • არაჟანი 20%-იანი - 210
  • ხაჭო ცხიმიანი - 226
  • ხაჭო უცხიმო - 86
  • ხაჭო დიეტური - 170
  • რძე შოკოლადით - 81

ყველი

  • იმერული - 240
  • სულგუნი - 260
  • ქარხნის ყველი - 275
  • ცხვრის 50%-იანი - 298
  • მოხაჭოებული ცხიმიანი - 175
  • მოხაჭოებული უცხიმო - 99
  • ყველეული მოხაჭოებული - 305
  • შვეიცარიული - 346
  • ჰოლანდიური - 357
  • კვერცხი მთლიანი - 60; გული - 45; ცილა - 15

იხილეთ პროდუქტების კალორიულობის სრული სია mkurnali.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს