უძველესი დროიდან დღემდე სვანეთში სულგუნის დამზადების რამდენიმე ხერხია ცნობილი. სვანეთში სულგუნი, ძირითადად, საზაფხულო საძოვარზე მზადდებოდა, ზღვის დონიდან 1000-3200 მეტრ სიმაღლეზე. საზაფხულო საძოვრები ჭამადი მცენარეულობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, აქ წარმოებული რძე დამზადებულ პროდუქტს განუმეორებელ სურნელსა და გემოს აძლევს.
სვანური სულგუნი მზადდება ძროხისა და თხის რძისგან, ან მათი ნარევისგან. ახალ სვანურ სულგუნს რძემჟავური გემო აქვს, დავარგებულს - მომლაშო სპეციფიკური, რომელიც ყველის მასის დამუშავებისას მდნარ ყველს ახასიათებს. ცომი მკვრივია, ელასტიკური, ფენოვანი. ფერი თანაბარი თეთრიდან მოყვითალომდე. ნასვრეტების გარეშე. დასაშვებია სიცარიელე ფენებს შორის. გამოირჩევა ალპური ზონისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო არომატით. დასაშვებია ზედაპირზე თხელი ფენის მცირე აქერცვლა.
რძე 30-35° ტემპერატურაზე ჩაიკვეთება. წარმოქმნილ დელამოს ჭრიან და მეორედ 34-37° ტემპერატურაზე აცხელებენ... განაგრძეთ კითხვა