როდემდე შენარჩუნდება ძლიერი ქარი და უამინდობა - უახლოესი დღეების პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება ძლიერი ქარი და უამინდობა - უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში თოვლი, შესაძლოა - ქარბუქიც. საქართველოს უმეტეს რაიონში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.

ამჟამად თოვს მესტიაში, სადაც თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს შეადგენს, გუდაურში თოვლჭყაპია. დღეს შესაძლოა ითოვოს შოვშიც. მაღალ მთაში თოვა ხვალ შეწყდება.

დღეს ღამით ქარი ჩადგება, თუმცა ხვალ დღის პირველ ნახევარში ქარის მიმართულება შეიცვლება და ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 26-28 მეტრი იქნება. დღის ბოლოს კი ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი.

თბილისში დღეს ღამით ქარი ჩადგება. ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს. დღის ბოლოს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ეჭექით.

23 აპრილს შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

24 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი. შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე თბილისის გარეუბნებში ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.

24-25 აპრილს საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-16 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, 24 აპრილს ღამის საათებში კვლავ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 25 აპრილსაც შენარჩუნდება. შესაბამისად, 24-25 აპრილს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსია მოსალოდნელი.

საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი