ექსკლუზიური ინტერვიუ შერონ სტოუნთან - რას იგონებს მსახიობი საქართველოსა და პატრიარქზე

ექსკლუზიური ინტერვიუ შერონ სტოუნთან - რას იგონებს მსახიობი საქართველოსა და პატრიარქზე

2011 წლის 5 ივნისს მსოფლიო ვარსკვლავი შერონ სტოუნი თბილისში ფილმის "აგვისტოს 5 დღე" პრემიერაზე ჩამოვიდა.

შერონ სტოუნს 80-მდე კინოროლი აქვს შესრულებული, ამერიკული გამოცემა People-ის მიხედვით, ის პლანეტის ყველაზე ლამაზ 50 ადამიანს შორის არის...

საქართველოში ვიზიტიდან 6 წლის წლის შემდეგ მსახიობის პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- 2011 წელს თქვენ საქართველოს სტუმრობდით, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში. ამ მოგონებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში. საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ თქვენმა პატრიარქმა ილია მეორემ თავისი ძვირფასი დრო დამითმო. მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე და ძალიან ხშირად ვიხსენებ... შემდეგ მაჩვენეს უძველესი ეკლესიები (მეტეხის ტაძარი და ანჩისხატი), სადაც მოსახლეობამ ძალიან თბილად მიმიღო, ქართველები თბილი და უშუალო ხალხი- ხართ. დავესწარი მართლმადიდებლურ წირვას, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მუდამ მემახსოვრება...

გავეცანი ქართულ სამზარეულოს, ის მართლაც განსაკუთრებულია. გავისეირნე ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენცია ვნახე, რომელიც ულტრათანამედროვე იყო. მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ...

ფოტო: Thomas Dworzak

წაიკითხეთ ინტერვიუს ინგლისური ვერსია

წაიკითხეთ ვრცლად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი და იხილეთ სტატია სრულად

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო